x
image
ნინიკ
მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მხატვრები

image

ვარდისფერი პერიოდი (1905–1907), უფრო ხალისით სავსე სტილი ნარინჯისა და ვარდისფერი საღებავებით; აქაც მრავალი არლეკინი ფიგურირებს. ამ პერიოდში პარიზში ის ხვდება ფერნანდა ოლივიეს, რომელიც მხატვრებისა და სკულპტორებისთვის მოდელირებდა, და მრავალი ნახატი გამსჭვალულია ოსტატის მოდელისადმი თბილი დამოკიდებულებით, ფრანგულ მხატვრობასთან ახლო გაცნობასთან ერთად.
imageაფრიკული პერიოდი (1908–1909), აფრიკული ხელოსნური ნაკეთობების ზეგავლენით; მნიშვნელოვანი ნიმუშია ”Les Demoiselles d'Avignon” (ავინიონის დიაცები).
ანალიტიკური კუბიზმი (1909-1912), ხატვის სტილი, რომელიც მან ბრაკთან ერთად განავითარა მონოქრომული მოყავსფრო ფერების გამოყენებით, სადაც მათ ობიექტები დაშალეს და ”ანალიზი” ჩაუტარეს ფორმებს. პიკასოსა და ბრაქის ამ პერიოდის ნამუშევრები ერთმანეთს ზედმიწევნით ემსგავსება.
სინთეტიური კუბიზმი (1912-1919), სტილი კოლაჟისა და ქაღალდის ნაჭრების გამოყენებით; ეს იყო სახვით ხელოვნებაში კოლაჟის გამოყენების პირველი შემთხვევა.



image2 Leonardo di ser პიერო da Vinci დაიბადა 1452 წლის 15 აპრილს, იტალიაში, კერძოდ კი ფლორენციაში. იგი იყო იტალიელი მხატვარი, სკულპტორი, არქიტექტორი, მუსიკოსი, მეცნიერი, მათემატიკოსი, ინჟინერი, გამომგონებელი, ასტრონომი, გეოლოგი, კარტოგრაფი, ბოტანისტი და მწერალი. ლეონარდო იყო და არის ცნობილი, პირველ რიგში, როგორც მხატვარი. ორი მისი ნამუშევრები, Mona Lisa და საიდუმლო სერობა, არის ყველაზე ცნობილი ნახატები მსოფლიოში.
imageimage

ლეონარდო და ვინჩი უნიკალური იყო: არც მის მოღვაწეობამდე, არც მისი მოღვაწეობის შემდეგ, ისტორიაში არ არსებობდა მსგავსი ადამიანი, ყველაფერში გენიალური.


image




















image3 რუბენსი პეტერ პაული ფლამენდელი ფერმწერი იყო. იგი დაიბადა 1577 წლის 28 ივლისს ფლამენდელი ემიგრანტის ოჯახში. ბაროკოს სტილის ფერწერის შემქმნელი და უდიდესი გენია, ჰუმანისტი, პოლიტიკოსი და დიპლომატი პეტერ პაულ რუბენსი უაღრესად განათლებული კაცი იყო: იცოდა არაერთი ენა, მათ შორის - ლათინურიც. თანამედროვეთა თქმით, "ტანადი, სწორი ნაკვთებით. სათნო ხასიათით, საამური ხმით, მკვირცხლი და გამჭრიახი გონებით, მშვიდად და ბრძნულად მოსაუბრე მჭევრმეტყველი".
image













image4 ვინსენტ ვილემ ვან გოგი – ჰოლანდიელი ფერმწერი და გრაფიკოსი. იგი დაიბადა 1853 წლის 30 მარტს.ვინსენტ ვან გოგი 1869-76 წლებში ჰააგაში, ბრიუსელში, ლონდონსა და პარიზში სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად მუშაობდა, 1876 წელს ინგლისში მასწავლებლად იმუშავა. მან აგრეთვე შეისწავლა თეოლოგია და 1878-79 წლებში მოძღვრად იყო ბორინაჟში (ბელგია), სადაც გაეცნო მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას და მუშათა ინტერესების დაცვისას ეკლესიის მესვეურებთან კონფლიქტი მოუვიდა.
image














ვან გოგი ამბობდა რომ მშობლებმა დაწყევლეს იგი, რადგანაც ჩვილობაში გარდაცვლილ უფროსი შვილის სახელი – ვინსენტი დაარქვეს.

image5 მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონი (6 მარტი, 1475 - 18 თებერვალი, 1564), ცნობილი როგორც მიქელანჯელო იტალიური რენესანსის პერიოდის მოქანდაკე, მხატვარი, არქიტექტორი და პოეტი. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების გარეთ სხვა დარგებს თითქმის არ შეხებია, ის უზადობა, რომელიც მის შემოქმედებას ახასიათებს ყველა დისციპლინაში, რომელშიც კი ოდესმე შეუქმნია, მას რენესანსის არქეტიპი ადამიანის ტიტულს ანიჭებს, მის მოპაექრე და თანამოქალაქე ფლორენციელ ლეონარდო და ვინჩისთან ერთად.
image














image6 რაფაელ სანტი (რაფაელი ან რაფაელო) დაიბადა 1483 წლის 6 აპრილს, იგი იყო ხელოვანი მხატვარი და არქიტექტორი იტალიური მაღალი რენესანსის ფლორენციის სკოლის წარმომადგენელი, საყოველთაოდ აღიარებული მისი ნამუშევრების უნაკლობისა და სინატიფის გამო.
image














image7 მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი და სკულპტორი, სიურეალიზმის წარმომადგენელი სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი დომენეკი დაიბადა 1904 წლის 11 მაისს ესპანეთში, კერძოდ კატალონიუ ქალაქ ფიგერასში, ნოტარიუსის ოჯახში. სალვადორ დალიმ ერთხელ ასეთი რამ განახცადა: ”ყოველ დილას აღუწერელი ბედნიერების შეგრძნება მაღვიძებს მხოლოდ იმის გამო, რომ სალვადორ დალი ვარ. მართლაც უსაზღვროდ სასიამოვნოა, იყო სალვადორ დალი. როგორც კი გამოვფხიზლდები, საკუთარ თავს აღფრთოვანებით ვეკითხები, ნეტავ დღეს რა შესანიშნავი რამეების გაკეთებას აპირებს ეს სალვადორ დალი?”
ამ სიტყვების შემდეგ ეს ექსცენტრიული ესპანელი დიდი ხალისით აკეთებდა ყველაფერს, რაც კი თავში მოუვიდოდა. თავში კი მართლაც გასაოცარი იდეები მოსდიოდა. image

0
16570
7-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
16570
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0