სალვადორ დალის სჯეროდა, რომ იგი თავისი ძმის რეინკარნაცია იყო. სანამ დალი დაიბადებოდა, მანამდე დედამის ჰყავდა სხვა შვილი, რომელსაც ასევე სალვადორ დალი ერქვა, იგი 22 თვისა გარდაიცვალა კუჭის დაავადებით, 9 თვის მერე გაჩნდა კიდევ ერთი ვაჟი, რომელსაც ისევ სალვადორ დალი დაარქვეს. 5 წლის ასაკში მშობლებმა იგი სასაფლაოზე წაიყვანეს და აცნობეს რომ იყო თავისი მკვდარი ძმის რეინკარნაცია. ამან რა თქმა უნდა დიდი ფსიქოლოგიური ზემოქმედება იქონია მხატვარზე და მის შემდგომ საქციელზე.

ახალგაზრდობიდანვე, სიამოვნება და ტკივილი დალისთვის ერთიდაიგივე იყო. იგი უმიზეზოდ ესხმოდა თავს ადამიანებს და ამის გამო თავს დამნაშავედაც კი არ თვლიდა. მაგალითად, როცა იგი თავის მეგობართან ერთად ხიდზე გადადიოდა და შეამჩნია, რომ ირგვლივ არავინ არ იყო, მან მეგობარი 5 მეტრის ხიდიდან გადააგდო, რის გამოც იგი სერიოზულად დაშავდა. როგორ ფიქრობთ იგი ამის გამო თავს დამნაშავედ გრძნობდა? დაინახა რა რომ მეგობარს დედა უვლიდა, მშვიდად მიირთმევდა ალუბალს.
დალი შეპყრობილი იყო ჰიტლერის პიროვნებით და ამბობდა: „ მე ისე ვარ შეპყრობილი ჰიტლერით, როგორც ბევრი მამაკაცი ქალით.“
შეხედავ რა დალის ნახატებს, შეიძლება იფიქრო რომ იგი მძიმე ფსიქოტროპული ნარკოტიკების მოხმარების შედეგია. დალის ამაზე თავისი აზრი ქონდა: „ მე არ ვხმარობ ნარკოტიკებს, მე თავად ნარკოტიკი ვარ.“