x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რა ვიცით ლეონარდო და ვინჩის შესახებ?
ლეონარდო და ვინჩი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეცნიერი და მხატვარი იყო.


image



ლეონარდო და ვინჩი (იტალ. Leonardo da Vinci) აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი და მხატვარი. უნივერსალური გენიოსი…


image


ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს და გარდაიცვალა 1519 წელს.


image


მომავალი გენიოსის მამა, პიერო და ვინჩი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, გახლდათ ყველაზე ცნობილი ადამიანი ფლორენციაში, ხოლო მისი დედა – კატერინა, უბრალო ქალი იყო.


ლეონარდო მათ უკანონოდ შეეძინათ; იგი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხატვით. ხატავდა ყველაფერს რასაც კი ხედავდა. 1466 წელს, 14 წლის ასაკში, ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში – ანდრეა ვეროკიოს მიაბარა. 1460_1476 წლები ლეონარდომ ვეროკიოს სახელოსნოში გაატარა. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა. 1478 წელს მან საკუთარი სახელოსნო გახსნა. 1482 წელს ლეონარდო და ვინჩი ტოვებს ფლორენციას და საცხოვრებლად მილანში გადადის, რომელსაც მაგ დროს ლუდოვიკო მორო მართავდა.


image


მოროსგან ლეონარდო პირველ შეკვეთასაც იღებს: მან უნდა ააგოს დიდი ძეგლი ლუდოვიკოს მამისათვის — ”ფრანჩესკო სფორცა”.


image


მილანში მოღვაწეობის დროს ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო ფერწერული ტილო ”მადონა ლიტა”. მსოფლიო ხელოვნების უდიდესი ქმნილებაა ””საიდუმლო სერობა” (1496-1497).


image


ლეომარდომ შეძლო სრულიად განსხვავებული, ადამიანური განცდების მქონე სახეების აღბეჭდვა. ცნობილია, რომ მხატვარი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, სწავლობდა ადამიანების სახეებს, ეს კი მას დიდ დროს ართმევდა. ფრესკა ტაძრის ნესტიან კედელზეა დახატული, რის გამოც ძალიან დაზიანდა, 1954 წელს მოხდა მისი რესტავრაცია. სიცოცხლის ბოლო ორი ათწლეული ლეონარდო და ვინჩიმ მოგზაურობაში გაატარა, რადგანაც ვერ პოულობდა ადგილს, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებდა. 1513-დან 1519 წლამდე იგი მონაცვლეობით ცხოვრობდა რომში, პავიაში, ბოლონიასა და საფრანგეთში. 1506-1513 წლებში ლეონარდო კვლავ მილანშია, უკვე ფრანგთა მეფის — ლუი XII-ის სამსახურში. საერთო ჯამში, მან 23 წელი დაჰყო მილანში. და ვინჩის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია ”მონა ლიზას” პორტრეტი, რომელიც საფრანგეთში ყოფნის დროს შექმნა და ”ჯოკონდას” სახელითაა ცნობილი.


image


სურათში პორტრეტის იმდროინდელი ხატვის ტენდენცია სრულიად დარღვეულია, მონა ლიზა მუხლებამდეა დახატული, თითქმის მთელი ტანით მაშინ, როდესაც პორტრეტებში ადამიანს მხოლოდ გულ-მკერამდე ხატავდნენ.


image


ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა, იგი ერთდორულად მხატვარი, სკულპტორი, არქიტექტორი, მეცნიერი და ინჟინერი იყო. ლეონარდო და ვინჩი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა კლუას ციხე-სიმაგრეში. გადმოცემით, ლეონარდო იგი ფლობდა დიდ ფიზიკურ ძალას. მასზე ამბობდნენ, ხელით თავისუფლად შეეძლო ცხენის ნალის გაღუნვაო…


image


საინტერესო ფაქტები:


ლეონარდო და ვინჩის ტვინის ორივე ჰემოსფეროს განსავითარებლად თავისი მეთოდები ჰქონდა:


1. იყავი ცნობისმოყვარე ყველაფრის მიმართ;
2. ეცადე შენიშნო და გამოარჩიო გარღვევები შენივე გამოცდილებიდან და შეცდომებიდან;
3. მუდამ განაახლე, გამოთვალე შენი ემოციების მარაგი;
4. მიიღე და გაიაზრე პარადოქსები;
5. გამოიმუშავე გლობალური აზროვნება ტვინის ორივე ჰემოსფეროს გამოყენებით;
6. შეინარჩუნე ცივსისხლიანობა, მენტალური მოქნილობა და გონების სისხარტე;
7. დაიმახსოვრე, რომ ხსენებული ექვსი პრინციპი ერთმანეთისაგან განუყოფელია და მუდამ იფიქრე მათზე!..


ლეონარდო და ვინჩი იყო ერთ ერთი უპირველესი მათ შორის რომელმაც შექმნა ორმაგი მირორენცეფალიოტური კონფურომა(Mirroren-cefaliotic Confuromja).


image


2
3948
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
3948
  
2015, 29 ივნისი, 0:41
მადლობთ მაკა
2015, 28 ივნისი, 21:21
უზომოდ ნიჭიერი ადამიანი იყო. (გავაზიარე)
0 1 2