x
image
დათო შვანგირაძე
სახეზე აკნეს გაჩენის 5 მიზეზი, რომლის შესახებაც არაფერი იცოდით

imageთქვენ აკონტროლებთ თქვენს საკვებ რაციონში ტკბილეულის დონეს, სწორად იწმენდთ სახეს, იყენებთ სხვადასხვა საშუალებებს პრობლემური კანისთვის, მაგრამ გამონაყარი მაინც არ ქრება? შესაძლოა მიზეზები ქვემოთ მოყვანილ მაგალითებში იპოვოთ!
შენი სმარტფონი
თუ სმარტფონს ჯიბით ატარებთ ან გიდევთ ჩანთაში... ყოველთვის, როცა გზავნით მოკლეტექსტურ შეტყობინებას ან ამოწმებთ ფოსტას, თქვენ ტოვებთ ბაქტერიებს სმარტფონის ეკრანზე. თუ ჯიბეში გიდევთ, მასზე ქსოვილზე არსებული ბაქტერიები გადადის, ხოლო ჩანთაში იგი ფაქტობრივად ივსება სხვადასხვა ბაქტერიებით. ხოლო კანის ცხიმი, შერეული ტონალურ კრემთან ან პუდრთან, რომელიც ასევე რჩება ეკრანზე საუბრის დასრულების შემდგომ, საუკეთესო საშუალებაა ბაქტერიების გასამრავლებლად.

ორგანიზმში

ვიტამინ D-ს უკმარისობა

როცა ეს სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ვიტამინი წყევტს ორგანიზმის შევსებას, პირველ რიგში რეაგირებას იმუნური სისტემა ახდენს, ის ძალიან პატარა ბაქტერია, რომელსაც იმუნური სისტემა ჩვეულ სიტუაციაში ძალიან მარტივად დაამარცხებდა, გადარჩენის შანსს იღებს. მიიღეთ ეს ვიტამინი ან დილის მზის ან აბების საშუალებით.

წყალი ონკანიდან

გამდინარე წყალი სხვადასხვა მინერალებს შეიცავს. შედეგად დამცავი ბარიერი თქვენს სახის კანზე ირღვევა. კანი დაუცველი ხდება.

ყავა

გაგაოცებთ: ყავა ორგანიზმში მჟავე ნივთიერებების გამოყოფას უწყობს ხელს. ეს კი სახის კანზე გამოისახება გამონაყარის საშუალებით. ასევე ყავა არღვევს ნაწლავების მიკროფლორას, შედეგად ცუდად გადამუშავდება საკვები და იჟღინთება ტოქსიკური ნივთიერებებით.

ღამის გართობები

როცა აქრობთ შუქს, კანის უჯრედები აღდგენასა და გაჯანსაღებას იწყებენ. თუ შუაღამემდე უყურებთ საყვარელ სერიალს ან დაძრომიალობთ ინტერნეტში, აღდგენის დრო მცირდება, შედეგად კი გამონაყარი ჩნდება.


0
455
2-ს მოსწონს
ავტორი:დათო შვანგირაძე
დათო შვანგირაძე
455
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0