საბუნებისმეტყველო ტყე, რომელიც 150 მილიონი წლისაა 2015, 28 ივნისი, 18:39 ჩრდილო - აღმოსავლეთ ავსტრალიაში მდებარე უბედურების კონცხი (Cape Tribulation) ცნობილია იმით, რომ აქ იზრდება ტროპიკული ტყე, რომელიც დედამიწაზე უძველესად ითვლება. კონცხზე იდეალური ბუნებრივი პირობებია მცენარეების ზრდა-განვითარებისათვის : 27 გრადუსი საშუალო ტემპერატურა და ზომიერი ტენიანობა.
![]() ტყეში ზოგიერთი გვიმრა ხესავით მაღალი იზრდება და შეხედულებით მოზრდილ პალმას მოგვაგონებს. ![]() ზოგი მცენარე ხეებზე შემოსკუპებულა და იქ გაუდგამს ფესვები. ![]() დაკიდებული გვიმრები, მათ შორის ეგრეთწოდებული "ირმის რქა", რომელსაც მრგვალი ფორმა აქვს, ქმნის რეზერვუარს, რომელშიც გროვდება ხიდან ჩამოცვენილი ფოთლები. ეს ფოთლები ქმნის ნეშომპალას, რომელიც გვიმრებისათვის ნიადაგის როლს ასრულებს. ![]() შედარებით დიდი ზომის ასეთ წარმონაქმნებზე კენგურუებს უყვართ წოლა, რადგან ნეშომპალად გარდაქმნის პროცესში გვიმრები სითბოს გამოყოფენ. ![]() ბევრი მცენარე გადარჩენისათვის იბრძვის ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ![]() ვაზისებრი პალმა- ძალიან აგრესიული და საშიში მცენარეა. ის დაფარულია ეკლებით, საიდანაც გამოდის მოკაუჭებული ისრები. ეს ისრები ეჭიდება ხეებსა და ბუჩქებს, რომ მათ ის მზისკენ ასწიონ. ![]() მანგრის ტყე-პატარა ეკოსისტემაა დიდი ტყის შიგნით. ამ ხეებს ძლიერი ფესვთა სისტემა აქვთ, რათა ხავსიან ნიადაგზე მყარად დაემაგრონ გრიგალისაგან თავის დასაცავად. ![]() საოცარ სილამაზეს ქმნიან მარაოსებრი პალმები. ისინი თავიანთი ეგზოტიკურობით პრეისტორიულ ხეებს მოგვაგონებენ. ![]() ავსტრალიურ ტყეში უამრავ უცნაურ მცენარეს წააწყდებით. ბევრი მათგანი მხოლოდ აქ ხარობს. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 341 10-ს მოსწონს
|