საბუნებისმეტყველო ფრთიანი კატები 2015, 27 ივნისი, 18:56 ჩინეთში ფრთიანი კატა ცხოვრობს. მისი პატრონი მოხუცი ქალბატონია ქ.სანინგიდან.
როგორც პატრონი ყვება, თავდაპირველად, მის კატას, ფრთების ადგილზე, პატარა
წანაზარდები ჰქონდა, რომელიც ერთ თვეში სრულფასოვან, 10 სმ-იან, ფრთებად
ჩამოყალიბდა.
ეს მსოფლიოში არც პირვალი და არც უკანასკნელი ფრთიანი კატაა. დღემდე, დაახლოებით, 30-მდე მსგავსი კატა არის დაფიქსირებული. ფრთიანი კატების შესახებ ისტორიებს, ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში ყვებოდნენ, ხოლო პირველი ფრთიანი კატა, რომელიც ფოტოკამერამ დააფიქსირა, ქ.მანჩესტერში ცხოვრობდა 1975 წელს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ინტერნეტი არ არსებობდა, მისმა ფოტომ, მთელი მსოფლიო შემოიარა. ექსპერტების აზრით, ფრთები კატებს, გენეტიკური მუტაციის შედეგად უნვითარდებათ და მათი არსებობა, არნაირ დისკომფორტს არ უქმნის კატას. 257 6-ს მოსწონს |
საინტერესოა