x
image
carpediem
როდის არ დაისჯებით დანაშაულისთვის
imageზოგადად დანაშაულისთვის არ ისჯება 14 წლამდე პირი. თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა მაგალითად 14 წლის იუბილეზე, იგი დაისჯება. მაგრამ თუ მაგალითად მეორე დღეს ხდება 14 წლის და ჩაიდინა, არ დაისჯება თუკი დანაშაული მოხდა ღამის 12 საათამდე.



არ დაისჯება პირი, რომელიც არის შეურაცხადი ფსიქიკური დაავადების გამო და ვერ აცნობიერებს ქმედების ხასიათს. ხოლო თუ ჩაიდინა ჯანსაღ მდგომრეობაში და განაჩენის გამოტანამდე დაავადდა, იგი სასხელს მოიხდის სამედიცინო დაწესებულებაში სანამ არ გამოჟანმრთელდა.


დანაშაულისთვის არ დასიჯება პირი, ვინც დაუშვა მისატევებელი შეცდომა, ანუ პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცნოდნოდა რომ სჩადიოდა აკრძალულ ქმედებას. თუკი შეცდომა მისატავებელი არ არის. პირი დაისჯება გაუფრთხილებლობისათვის, თუ კონკრეტული დანაშაულის გაუფრთხილებლობით ჩადენა ისჯება კოდექსით


აღნიშნული წარმოადგენა ბრალის გამომრიცხავ გარემოებებს. ახლა კი გაგაცნობთ მარლჭინააღმდეგობის გამომრიცხავ გარემოებებზე. ანუ როდის არ მოქმედებს პირი მართლსაწინააღმდეგოდ, მიუხედავად იმისა რომ მისი ქმედება ატარებს დანაშაულებრივ ხასიათს.



პირველი ეს არის აუცილებელი მოგერიება. ანუ მე თავს მესხმიან და თავს ვიცავ, ან ვიცავ სხვას, რაიმე სამართლებრივ სიკეთეს და ეს უფლება მაქვს მე იმისდამიუხედავად შემიძლია თუ არა საშველად სხვისი მოხმობა. დავისჯები იმ შემთხვევაში თუკი დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენის პირმა ჩაიდინა მსუბუქი დანაშაული, და ჩემი გამოყენებული ხერხი აშკარად შეუსაბამოა თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.


მართლსაწინააღმდეგო არ მოქმედებს ის, ვინც შეიპყრობს დამნაშავეს. მხოლოდ ამ შემყრობის მიზანი არ უნდა იყოს პირადი გასწორება, მიზანი უნდა იყოს სახელმწიფო ორგანოსათვის მისი ჩაბარება.


არსებობს ასევე უკიდურესი აუცილებლობა, ანუ მართსაწინააღმდეგოდ არ იმოქმედებს ის, ვინც მიზნის მისაღწევად გამართლებული რისკის პირობებში დააზიანებს სამართლებრივ სიკეთეს. ანუ მე ვრისკავ რაგაცას, უფრო დიდი ღირებულისათვის.



დანაშაულისთვის არ დაისჯება პირი, თუკი გასულია ხანდაზმულობის ვადა, ანუ დანასაულის ჩადენიდან გასულია კანონით გათვალისწინებული დრო, რის შემდეგადაც მისი დასჯა დაუშვებელია. ეს ვადები განსხვავებულია სხვადასხვა დანაშაულისთვის.

მაგალითად :

1) პირი არ დაისჯება, თუკი გავიდა 2 წელი იმ ქმედების ჩადენიდან, რომლისთვისაც მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 2 წლით თავისუფლების აღკვეთას

2) 6 წელი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან

3) 10 წელი მძიმედან

4) 25 განსაკუთრბით მძიმედან

ეს ვადები შეჩერდება თუკი დამნასავე დამელება გამოძიებას ან სასამართლოს.



სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობისგან გათავისუფლება პირი, ვინც პირველად ჩაიდინა დანაშაულის ( რომლის მაქსიმალური სასჯელი 3 წელია ), გამოცხადდა ნებაყოფლობითი აღიარებით, ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას და აანაზღაურა ზიანი.


სასამართლოს შეუძლია სრულად გაანთავისუფლოს პირი სასჯელისგან განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუკი მისი თანამშრობლობის შედეგად გამოვლინდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის/პირების ვინაობა .



რაც შეეხებათ არასრულწოვნებას, ანუ 14- 18 წლის პირებს, მათთვის დღეს დაწყებულია და შექმნილია სპეციალური პროგრამა, განრიდება და მედიაცია რაც გულისხმობს მათ განრიდებას ნასამართლეობისგან. ამ პროგრამის შესახებ შემდეგ სტატიაში მოგიყვებით.

0
484
1-ს მოსწონს
ავტორი:carpediem
carpediem
484
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0