კონფლიქტები ინტერნეტში დაიდო ტუნისში ტურისტების დახოცვის კადრები 2015, 27 ივნისი, 12:00 ინტერნეტით დაიდო ტუნისში ტურისტების დახოცვის ამსახველი კადრები.ვიდეო ერთ-ერთი თვითმხილველის მობილურით არის გადაღებული.
ტერორისტები გასაბერი ნავით მიუახლოვდნენ პლაჟს სასტუმროების -Riu Imperial Marhaba და Mouradi Palm Marina-ს მიმდებარე ტერიტორიაზე პორტ ელ-კანტაუში და უმისამართოდ ავტომატებიდან ცეცხლი გახსნეს.ამჟამინდელი მგომარეობით მთლიანად დაღუპულია 39 ადამიანი.ათეულობით დაჭრილი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ჯანდაცვის მინისტრის საიდ აიდის განცხადებით ზოგიერთი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია, მათ ნათესავებს უტარდებათ ფსიქოლოგიური დახმარება. დაღუპულებს და დაჭრილებს შორის არიან დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ბელგიის, ირლანდიის, საფრანგეთის, რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები. ამჟამად ტურისტულ ზონებში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აყვანილია საელჩოები, სახელმწიფო დაწესებულებები, ავტომაგისტრალები და ხალხის მასიური თავშეყრის ადგილები. 927 7-ს მოსწონს 1-ს არა
|