სხვა ყველაზე უცნაური სილამაზის კონკურსები 2015, 27 ივნისი, 11:01 ყოველწლიურად იმართება მსოფლიოში სხვადასხვა სილამაზის კონკურსები, თუმცა არსებობს ისეთი უცნაური კონკურსებიც, რომლის შესახებაც ალბათ არც გაგიგიათ.
მაგალითად:"მის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი", "მის სატუსაღო", "მის სპილო", "მის მეძავი" და "მის მაწანწალაც" კი. 1-მის სპილო-კონკურსი იმართება ტაილანდში და აქვს ორმაგი სოციალური დატვირთვა.პირველი-მიიქციონ საზოგადოების ყურადღება გადაშენების პირას მყოფი სპილოების მიმართ და მეორე:სილამაზის სტანდარტის საზღვრის გაფართოება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 90 კგ.-ს გადაცილებულ ქალებს.წელს კონკურსში გაიმარჯვა ტერნარინ ჰანსავანგმა, რომლის წონაც 110 კილოგრამია. პრიზი-1300$. სპეციალური პრიზი, ყველაზე ფუმფულა-გადაეცა ტენხანომ მეკის, რომლის წონაც 182 კგ-ია. 2-მის ტრანსექსუალი-კონკურსი იმართება პატაიაში(საკურორტო ქალაქი ტაილანდში)2004 წლიდან.კონკურსი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და მას უკვე ყოველწლიურად 15 მილიონი ადამიანი ადევნებს თვალს.აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ კონკურსანტს საერთოდ ვერ გაარჩევ ნატურალური ქალისგან. საერთოდ ტაილანდელები სხვებისგან განსხვავებით ლოიალურად ეპყრობიან ტრანსექსუალებს.ისინი მათ "სხვა ქალებს" უწოდებენ. 3-მის ქუჩის მაწანწალა-კონკურსი პირველად ჩატარდა ბელგიაში 2009 წელს. კონკურსის ძირითად მიზანია, "ადამიანმა დაასრულოს ქუჩაში ცხოვრება და დაუბრუნდეს აქტიურ სოციალურ ცხოვრებას". ფინალში გავიდა 9 კონკურსანტი, რომელებიც სხვადასხვა მიზეზის გამო აღმოჩდნენ ქუჩაში, მათ ყველას უფლება მიეცათ ერთი წლის განმავლობაში გაეარათ სპეციალური სწავლება, რომ შემდგომ სამუშაო ეშოვათ. ხოლო გამარჯვებული გახდა 58 წლის ტერეზ ვან ბელი, რომელსაც ერთი წლით უსასყიდლოდ გადაეცა ბინა. 4-მის ჰოლოკოსტი-კონკურსი გაიმართა 2012 წელს ჰაიფაში(ისრაელი), მონაწილეობდა 300 კონკურსანტი.მათი ასაკი 74 წლიდან 97 წლამდე იყო. გამარჯვებული გახდა, 78 წლის ჰავა ჰერკოვიტცი, ქალი 3 წელიწადი იმყოფებოდა საკონცენტრაციო ბანაკში. კონკურსმა კრიტიკა დაიმსახურა იმ მხრივ, რომ იმ ქალის გარეგნულად შეფასება არ შეიძლება, რომელმაც ჰოლოკოსტი გადაიტანა. თუმცა ორგანიზატორების განცხადებით კონკურსის მთავარი მიზანი იყო მხიარულად გაეტარებინათ დრო იმ ქალებს, რომელბმაც ასეთი საშინელება გამოიარეს. 5-მის პლასტიკური ქირურგია-კონკურსი გაიმართა 2009 წელს უნგრეთში და მასში მონაწილეობა მიიღეს პლასტიკური ქირურგების ყოფილმა პაციენტებმა. ასაკი 18-იდან 30 წლამდე იყო, ხოლო აუცილებელი პირობა იყო ოპერაცია მინიმუმ ერთი სახეზე ან სხეულის სხვა ნაწილზე. ხდებოდა არა მარტო კონკურსანტის გარეგნული შეფასება, არამედ პლასტიკური ოპერაციის ხარისხი. გამარჯვებული გახდა 22 წლის რეკა ურბანი, რომელსაც მკერდში იპლანტანტები ჰქონდა ჩადგმული, ასევე დაჭიმული ჰქონდა სახე და გაიკეთა ცხვირის კორექტირება. 6-მის ტუსაღი-კონკურსი იმართება აშშ-ს ყველაზე დიდ ქალთა ციხეში.კონკურსში გათვალისინებულია გარეგნობა, ერუდიცია და ყოფაქცევა ციხეში ყოფნის დროს. კონკურსი ძალზე პოპულარულია, გადაიცემა ტელევიზიით ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული შოუა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კონკურსები იმართება სხვა ქვეყნებშიც. "მის ტუსაღი" ბრაზილიაში. 7-მის ინადაურის ფეხები-ეს კონკურსი ყოველწლიურად იმართება აშშ-ში, კერძოდ არკანზასის შტატში.არავის აინტერესებს როგორ გამოიყურება კონკურსანტი წელს ზემოთ.მთავრი კრიტერიუმი ფეხების შეფასებაა. კონკურსი საკმაოდ პოპულარულია და მისი მონაწილეებს სოლიდური პრიზებით აჯილდოვებენ. 8-მის გონიერება-ეს კონკურსი იმართება ახლო აღმოსავლეთში და საუდის არაბეთში.კონკურსის მთავარი პირობაა გამოვლინდეს ყველაზე ტრადიციულად მუსულმანური ადათით აღზრდილი ქალი. კონკურსზე ქალები ჩადრით გამოდიან, ასე რომ ჟიურის წევრები ვერ ხედავენ კონკურსანტის სახეს, სხეულის სხვა ნაწილებზე საუბარი არცაა. 9-მის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი-ნორვეგიელმა მსახიობმა და რეჟისორმა შექმნა არაჩეულებრივი პროექტი "ყველა ქალს აქვს უფლება იყოს ლამაზი".მისი გმირები იყვნენ ანგოლელი ქალები, რომლებმაც დაკარგეს კიდურები ნაღმზე აფეთქებისას. გამარჯვებულის მთავრი პრიზი გახლდათ ნორვეგიის კლინიკაში უფასოდ პროთეზის დაყენება. მოგვიანებით კამბოჯის ხელისუფლებამ აკრძალა მსგავსი კონკურსის ჩატარება თავის ქვეყანაში, აქ ისევე როგორც ანგოლაში მწვავედ დგას ომის შემდეგომ დარჩენილი აუფეთქებელი ნაღმების პრობლემა.ხელისუფლების აზრით მსგავსი კონკურსის ჩატარება შეურაცხყოფს ინვალიდი ადამიანის ღირსებას. 10-მის მეძავი-2012 წელს ლოს-ანჯელესში გაიმართა კონკურსი "Miss Hooker Beauty Pageant 2012”. კონკურსის მონაწილეები მეძავები არ იყვნენ, არამედ მსახიობები მთავარი პირობა იყო ქალს რაც შეიძლება კარგად განესახიერებინა მეძავის როლი და ყოფილიყო არაორდინალური და ხელოვნების კუთხით მიდგომოდა საკითხს. 378 9-ს მოსწონს 1-ს არა |
აი ამ ბოლოს თუ ვინმეს წიგნი წაუკითხაავს ამ ახალგაზრდების უმეტესობას ვიღაცაზე მეტი ჰქგონია თავი და უზრდელია იმიტომ რომ უფროს უმცროსი არ იცის,სწორედ ამ კონკურსში გავიმარჯვებდით