ამერიკაში არსებობს ერთი პოპულარული საიტი, რომელზეც შეგიძლიათ თქვენთვის უსარგებლო (მაგრამ ვიღაცისთვის საკმაო სარგებლის მომტანი) ნივთების გაცვლა. რაიმე უფრო უკეთესში - მისი სახელწოდებაა „Craigslist“.
17 წლის კალიფორნიელმა, სტივენ ორტიზმა 2 წლის განმავლობაში „Craigslist“-ზე გააკეთა 14 გაცვლა, რის შედეგადაც ძველი მობილური ტელეფონის ნაცვლად მან მიიღო სპორტული ავტომობილი „Porsche boxter“.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ სტივენს ნახმარი ტელეფონი აჩუქეს. მოგვიანებით იგი შევიდა საიტზე „Craigslist“ იმ იმედით, რომ თავის ძველ მობილურ ტელეფონს ცოტა უფრო ახალში გადაცვლიდა. მან ეს შეძლო და ცოტა ხანში ახალი ტელეფონი „iPod“-ში გადაცვალა, „iPod“ - მოტოციკლეტში, მოტოციკლეტი - ნოუთბუქში „MacBook Pro“, ნოუთბუქი - ავტომანქანაში „Toyota 4Runner“, ტოიოტა- გოლფის საკოლექციო ბარათებში... ასე გააგრძელა სტივენმა გაცვლების სერია მანამ სანამ 1975 წლის „Ford Bronco“-ს მფლობელი არ გახდა. სწორედ ამ ფორდში გაცვლით მიიღო „Porsche boxter“.
საბოლოო ჯამში, სტივენის ისტორიამ ბევრი ადამიანი გააოცა, თუმცა იგი ამ მანქანის დატოვებას არ აპირებს, რადგანაც ჯერ სკოლის მოსწავლეა და ასეთი სპორტული მანქანის შენახვისთვის საჭირო სახსრები არ გააჩნია. ამიტომ ახლა რამე უფრო ეკონომიურ ავტომობილში სურს გაცვლა.