ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ხუთ ყველაზე საზიზღარ პროფესიას რაც კი ოდესმე გაგიგონიათ.
1. ნაწლავური აირების დეგუსტატორი - ეს პროფესია მინეაპოლისელმა გასტროენტეროლოგმა მაიკლ ლევიტმა აითვისა. ის მედიკოსს იმისთვის დასჭირდა, რომ გაერკვია აირებში შემავალი ყველაზე საშიში კომპონენტი. ექსპერიმენტში მონაწილეობას 16 ადამიანი იღებდა.
2. პორნოგრაფიული კონოთეატრის დამლაგებელი.
3. ცხოველების მასტურბატორი - როდესაც მეცნიერებს ცდებისთვის ცხოველების სპერმა სჭირდებათ, ამისთვის დამხმარეს იძახებენ - სწორედ სპეციალისტს უწევს სტიმულაციის წყალობით მიიღოს ნივთიერება, რომელსაც შემდგომში სამეცნიერო მიზნებისთვის გამოიყენებენ.
4. კანალიზაციის მწმენდავი - კალკუტაში ისეთ მუშას, როგორიც ამ ქალაქის მცხოვრები რაკეშ საჰაა, გამუდმებით მიწის ქვეშ, კანალიზაციის მილში ყოფნა უწევს. მისი უნიფორმა მხოლოდ იასამნისფერი უფორმო ტრუსებია, ხოლო გამწმენდი ინსტრუმენტები - სათლი და თოხი... მამაკაცს გაჭედილი კოლექტორის გაწმენდა ევალება. ის 27 წლისაა და ამ საქმით 10 წელია დაკავებული. არ დაიჯერებთ, მაგრამ მისი ხელფასი თვეში 100 დოლარია.
5. ქუჩის ტუალეტების მწმენდავი - კიდევ ერთი საზიზღარი საქმიანობა ”მოძრავი”, ქუჩის ტუალეტების მწმენდავია... როგორც წესი, ერთი კაბინის დასუფთავებას რამდენიმე წუთი ჭირდება. ამგვარად, ერთ პროფესიონალს დღეში 10-60 ტუალეტის კაბინის დასუფთავება შეუძლია.