x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
8 მითი დეპრესიის მკურნალობის შესახებ


დეპრესიის  მკურნალობა
მითი # 1. დეპრესია ავადმყოფობა არ არის, ამიტომ მკურნალობა საჭირო არ არის.

არსებობს გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ დეპრესია - არაფერია და დროდადრო ყველა ადამიანს ემართება, რომ ადამიანი თვითონ აძლევს თავს უფლებას, შინაგანი განწყობის გამო, ცუდ ხასიათზე იყოს. და რადგან ავადმყოფობა არ არის, მისი მკურნალობა, არანაირ წამალის არ საჭიროებს.

სინამდვილეში დეპრესია ძალიან სერიოზული დაავადება არის. იმდენად სერიოზული, რომ შედეგი, შეიძლება ფატალურიც აღმოჩნდეს.

დეპრესია ორი სახის არის:


ეგზოგენური - გამოწვეული გარე ფაქტორებით (მაგ., სამუშაოს დაკარგვა, ახლობლის

გარდაცვალება).

ენდოგენური - გამოწვეული შინაგანი, ხშირ შემთხვევაში, გაუცნობიერებული მიზეზებით.

ადამიანების უმრავლესობა თვლის, რომ ეგზოგენური დეპრესია ადვილი გადასატანია, ხოლო ენდოგენური, მძიმე ფსიქიატრიულ აშლილობას უკავშირდება. მაგრამ, ეს ასე არ არის, გარეგანი ფაქტორებით გამოწვეული დეპრესია, შეიძლება მძიმე ფსიქიკურ აშლილობაში გადაიზარდოს, ხოლო ენდოგენური დეპრესია, იყოს მოკლე დეპრესიული ეპიზოდი ადამიანის ცხოვრებაში.

დეპრესიის იოლი ფორმის დროს, ადამიანი შესაძლებელია წამლის გარეშეც გაუმკლავდეს დაავადებას, მაგრამ მძიმე შემთხვევაში, მკურნალობის გარეშე, დეპრესია შეიძლება წლობით გაგრძელდეს და უფრო მძიმე დაავადებაში, მაგ., მანიაკალურ-დეპრესიულ ფსიქოზიში გადაიზარდოს.

მითი # 2. თუ დეპრესია გაქვს, ე. ი. გიჟი ხარ და შენი ადგილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია.

ამ ავადმყოფობისადმი ასეთი მიდგომა არასწორია. მძიმე ქრონიკული დეპრესიის მდგომარეობაშიც კი, ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია არ ხდება. ყველანაირი დეპრესია მედიკამენტურ მკურნალობას ექვემდებარება სახლის პირობებში.

მითი # 3. დეპრესია ქრონიკული დაავადებაა.

ეს ასე არ არის. ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში, დეპრესია, შეიძლება, ეპიზოდური იყოს და მალე, სამუდამოდ დაივიწყოს მის შესახებ ადამიანმა.

მითი # 4. ანტიდეპრესანტები სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.

ეს მოსაზრება, მთლად მითი არ არის. ანტიდეპრესანტებს გვერდითი მოვლენები ახასიათებს. მაგ., თავის ტკივილი, თავბრუ, ოფლიანობა, გულის აჩქარება, სინათლისადმი მგრძნობელობის ამაღლება და ა. შ. მაგრამ ექიმები ცდილობენ, ისეთი მედიკამენტები შეურჩიონ პაციენტს, რომ ნაკლები ზიანი მიაყენონ.

მითი # 5. ანტიდეპრესანტები წამალზე დამოკიდებულს ხდის ადამიანს.

ფიზიოლოგიურად, ამ ტიპის წამლები, არანაირ დამოკიდებულებას არ იწვევს. დამოკიდებულება, შეიძლება, მხოლოდ ფსიქოლოგიური იყოს.

მითი # 6. ანტიდეპრესანტებით თვითმკურნალობა შეიძლება.

არც ერთი დაავადების თვითმკურნალობა არ შეიძლება. მათ შორის, არც დეპრესიის.

როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა, სპეციალური განათლების გარეშე, დისტიმია (ხასიათის ხანგრძლივი დროით გაფუჭება) და დეპრესია?

დისტიმიის ნიშნები: უმადობა ან გაძლიერებული მადა, ძილიანობის დარღვევა, დაუძლურება, ყურადღების კონცენტრაციის გართულება, უიმედობის განცდა.

დეპრესიის ნიშნები: ძლიერი დაღლილობის და დაუძლურების შეგრძნება, უძილობა ან ხანგრძლივი ძილი, მადის დაკარგვა და მასის მნიშვნელოვანი კლება (იშვიათად, პირიქითაც ხდება), ძლიერი აღგზნებადობა ან მოშვება (შეიძლება ორივე ერთდროულადაც იყოს, მონაცვლეობით), აზროვნებისა და კონცენტრაციის დაქვეითება, დანაშაულის გრძნობა, აკვიატებული აზრები სიკვდილზე და სუიციდზე, საყვარელი საქმისადმი ინტერესის დაკარგვა.

მართალია, სერიოზული ანტიდეპრესანტები, რეცეპტის გარეშე არ იყიდება, მაგრამ, ზოგიერთები მაინც ახერხებენ მის შოვნას. შანსი, თვითმკურნალობით, დეპრესიის განკურნებისა, ცოტა არი, ხოლო ორგანიზმისთვის, ზიანის მიყენების შანს, ძალიან დიდია.

მითი # 7. ანტიდეპრესანტებისთვის თავის დანებება, ნებისმიერ მომენტში შეიძლება.

ხშირ შემთხვევაში, დეპრესიის სიმპტომების შემცირების შემდეგ, წამლის მიერ გამოწვეული გვერდითი მოვლენებით დაღლილი ადამიანი, თავს ანებებს წამლების მიღებას. ამის გაკეთება, კატეგორიულად არ შეიძლება! ექიმმა, ანტიდეპრესანტის დანიშვნის შემდეგ, თვალ-ყური უნდა ადევნოს პაციენტს, რომ მან დანიშნულება ზუსტად შეასრულოს. ანტიდეპრესანტების დანიშვნისას, წამლის დოზა თანდათანობით იზრდება. იგივე ხდება წამლის მოხსნის შემთხვევაში, ოღონდ პირიქით: საჭიროა დოზების თანდათანობით შემცირება, მასზე საბოლოოდ უარის თქმანდე. წინააღმდეგ შემთხვევ, დეპრესია კიდევ უფრო რთული სახით დაბრუნდება.

მითი # 8. „ნოვო-პასიტი“- საუკეთესო წამალია დეპრესიის სამკურნალოდ.

„ანტიდეპრესანტი ქიმიაა, ყველანაირი ქიმია კი მავნებელია ორგანიზმისთვის. უკეთესია „ნოვო-პასიტი“ დალიოთ - საუკეთესო ბუნებრივი ანტიდეპრესანტია “- ეს საკმაოდ გავრცელებული აზრია. ჩვენთან, რატომღაც ყოველთვის ერთ კატეგორიად განიხილავენ

ანტიდეპრესანტებს, დამაწყნარებლებს და ტრანკვილიზატორებს.

ზემოთ ხსენებული წამალი ტრანკვილიზატორია, დაწყნარებით კი დააწყნარებს ადამიანს, მაგრამ დეპრესიისგან ვერ განკურნავს.




4
1611
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1611
  
2015, 26 ივნისი, 18:10
მადლობა შეფასებისთვის
2015, 26 ივნისი, 18:08
საინტერესო და სადღეისოდ ვფიქრობ ძალზე აქტუალურიც.
2015, 26 ივნისი, 18:02
დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის
2015, 26 ივნისი, 17:49
დღეს ნეტა თუა ვინმე ვისაც არ ექნება დეპრესია? ძალიან საინტერესო და სასარგებლო სტატიაა ქალბატონო ლალი და გავაზიარე.
0 1 4