x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მამაკაცის უშვილობის რისკფაქტორი
21-ე საუკუნეში რატომღაც მამაკაცის უშვილობამ გასულ საუკუნეებთან თუ წლებთან შედარებით, საგრძნობლად იმატა. მამაკაცის უშვილობის ეტიოპათოგენეზი რთული და მრავალფეროვანია. გენეტიკური დარღვევების, თანდაყოლილი ანომალიების და შეძენილი დაავადებების გვერდით, მამაკაცის უშვილობას განაპირობებს აგრეთვე ეკოლოგიური ფაქტორები, თუმცა მაინც უპირველესად კვების ხარისხი მიაჩნიათ. მაშასადამე, კვების ხარისხი მამაკაცის უშვილობის რისკფაქტორია. მამაკაცი, რომელიც სწორად იკვებება, დაზღვეულია ფერტილობის ასაკობრივი დაქვეითებისგან. როცა მამაკაცის კვების რაციონი მდიდარია ბოსტნეულით, ხილით, თევზით და კაკლით, მისი სპერმატოზოიდების დნმ ნაკლებად ზიანდება.


image


დასკვნის ავტორები, კალიფორნიის სწავლული მეცნიერები ვარაუდოებნ, რომ ეფექტს წეღანდელი ჩამონათვალ პროდუქტებში შემავალი ძირითადი ნივთიერებები იწვევს. ცხადია, რომ ხანდაზმულ მამაკაცებში ხშირად გვხვდება სპერმატოზოიდების დნმ-ის ფრაგმენტაცია და ქრომოსომული გადაწყობა, რაც ზრდის უშვილობას, ან ავადმყოფი ბავშვის დაბადების რისკს.


40 წელს გადაცილებულ მამაკაცებს ექიმები ურჩევენ მიეძალონ D ვიტამინებით, თუთიითა და ფოლიუმის მჟავით გამდიდრებულ პროდუქტებს, მათ შორის ფორთოხალს, წიწაკას, მარწყვს, ბროკოლს, კარტოფილს, თევზს, მოლუსკებს, კაკალს, მზესუმზირას და ფოთლოვან ბოსტნეულს.



შიმშილი განაპირობებს სათესლე ჯირკვლების ჰიპოპლაზიას ჰიპოგონადიზმის შემდგომი განვითარებით. საკვები უნდა შეიცავდეს საკმარისი რაოდენობით А, Е, С, В. ვიტამინ Е-ს უკმარისობის დროს ხდება სპერმატოზიდების მორფოლოგიური ცვლილებები, ხოლო С ვიტამინის უკმარისობის დროს ხდება სპერმატოზოიდების აგლუტინაცია. თუკი ეს პროცესი მოიცავს სპერმატოზიდების 20%, დღის წესრიგში დგება უშვილობის პრობლემა.


მწველობა გავრცელებული დმავნე ჩვევაა ზრდასრულებსა და მოზრდებს შორის. თამბაქოს შემადგენლობა უკვე არ წარმოადგენს საიდუმლოს და ცნობილია, რომ ნიკოტინის გარდა შეიცავს რადიაქტიური პოლონიუმი, ტყვია და ბისმუტი. 2 კოლოფი სიგარეტის მოწევით ორგანიზმი იღებს ისეთ დასხივებას, რომელიც სიცოცხლისთვის უსაფრთხო ნორმებში არ ჯდება (ნორმა დადგენილის ადამიანის რადიაციისგან დაცვის საერთაშორისო შეთანხმების მიერ).


ნიკოტინი უარყოფითად მოქმედებს ერექციისა და ეაკულაციის ცენტრებზე, იწვევს მათ დათრგუნვას და შედეგად სახეზეა პოტენციის დაქვეითება, ნაადრევი ეაკულაცია. ორსულებში ირევა ნაყოფის გენეტიკური აპარატის ჩამოყალიბება, საბოლოო ჯამში წყდება უჯრედების დაყოფა, განსაკუთრებით მდედრობითი სქესის ნაყოფში.
ამრიგად, ნიკოტინი და სხვა ნივთიერებები, შემავალი თამბაქოს კვამლში, უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე.


ნარკოტიკები – თანამედროვეობის ერთ-ერთი სერიზული პრობლემა. საკითხის სერიზოულობას განაპირობებს არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ადამიანი ნარკოტიკებით ინადგურებს ჯანმრთელობას, არამედ ისიც, რომ ის ანადგურებს შთამომავლობასაც – ვერ იძლევა შვილებს, ან თუ იძლევა მაღალია ავადმყოფი ბავშის დაბადების ალბათობა.
ნარკოტიკი უარყოფითად მოქმედებს მამაკაცის სასქესო სიტემაზე – მცირდება ზომაში სათესლეები, პროსტატა, სათესლე ბუშტუკები და ფაქტობრივად იკარგება მათი ფუნქცია. შესაბამისად ყალიბდება იმპოტენცია.


image


უშვილობის დარგში წამყვანი ექსპერტი, პროფესორი საიმონ ფიშელი ამბობს, რომ ზემო ჩამოთვლილი პროდუქტებში შემავალი ნივთიერებები ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, რომლებსაც შესწევთ სათესლე ჯირკვლებში დაგროვებისა და უჯრედების დაზიანების უნარი და ესტროგენების მსგავს ნაერთებს (რომელთაც წააწყდებით ხორცში), რომლებიც ასევე აზიანებენ სპერმატოზოიდებს.



P.S. მაშასადამე, იცხოვრეთ ჯანმრთელი ცხოვრების წესით და გაიხანგრძლივეთ და გაახანგრძლივეთ სიცოცხლე.

6
336
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
336
  
2015, 26 ივნისი, 17:45
ჩემო ერთგულო :*
2015, 26 ივნისი, 12:35
ყოჩაღი გოგო
ძალიან საინტერესო სტატიაა
2015, 25 ივნისი, 20:43
მადლობა გუჯა ;)
2015, 25 ივნისი, 20:43
როგორც ყოველ თვის აქტუალური და საინტერსოა.
2015, 25 ივნისი, 18:15
გაიხარე
2015, 25 ივნისი, 17:56
კარგი სტატიაა ნამდვილად ))))) ჯამრთელ ცხოვრებაზე უკეთესი არაფერია )))
0 1 6