x
image
პერსეპოლისი
უბილეთოდ დარჩენილი ქართველების სახალისო კომენტარები

imageBiletebi.ge-ს მიერ UEFA-ს სუპერთასის ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციის წარუმატებელი მცდელობა ფეხბურთის გულშემატკივრებმა უყურადღებოდ არ დატოვეს და ვებგვერდის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ სიახლეებზე ათასობით ადამიანი აკეთებდა კომენტარებს. რა თქმა უნდა,
მათ შორის უცენზურო სიტყვები ჭარბობდა, მაგრამ მათ შორის იყო სახალისო კომენტარებიც, საიდანაც რამდენიმეს ამ სტატიაში გთავაზობთ:



თქვენ დაგკბინათ სუარესმა როცა ჩამოვა!

იყიდება კლავიატურის F5 კლავიშები, იაფად და საბითუმო ფასებში.

ღმერთი თუ გაგაძლიერებთ თქვენ თორე თქვენით ვერაფერს ვერ იზამთ.

biletebi.ge თუ გაპატიო!

მესიმ ბილეთს ვერ ვყიდულობო

მაინც ძალა ერთობაშია ეს დღებია და ჩვენი პროცესორები ხო არ მოგიტანოთ, დაგეხმარებათ.

თქვენი არაადეკვატური დედები დაგლიჯა ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა!

დაჯექით ორიანი

აშმალახა!

ამდენი შევარდნაძისთვის არ უგინებია ხახლს 90-იანებში რაც თქვენ ამ 2 დღის მანძილზე გაგინეთ !!!

მაგთი-ილაპარაკე რამდენიც გინდა.

ბილეთები.ჯი-აგინე რამდენიც გინდა.

დარაჯს არაყი რო მივცე არ შემიშვებს?

ბილეთებს ნერვბსაც აყოლებთ საჩუქრად??

თქვენ თერჯოლის საპოვნელას და გურჯაანის ალაზნის თამაში ხო არ გგონიათ ხალხი უბილეთოთ რო ესწრება ბილეთები მაიტათ!

Biletebi.ge-მ იმდენი ხალხი გადააგდო, "ოცნება" გაკვირვებული დარჩა.

ნატოში უფრო მალე შევალთ, ვიდრე Biletebi.ge-ზე.

დღეს ყველა უხამსი სიტყვა ვისწავლე რაც არ ვიცოდი.. დაგეცათ ქვა!

არა ანაბრები გასაგებია, მარა ბილეთები…

თამბაქოს იმპორტიორი კომპანიები მადლობას უხდიან biletebi.ge ს... მათი ინფორმაციიდ ბოლო 12 საათში გაყიდვები 1000% ით გაიზარდა...

რომ ჩართავთ ცხვარს დავკლავ :|

ამდენხანს რას უყურებდით, ორივე თვალი მარცხენა გაქვთ თუ რა არის?





0
901
13-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
901
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0