x
image
პერსეპოლისი
ძმების სახალისო საჩუქარი მშობლებს
ქორწინება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა არის თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, რომელზეც მთელი მომავალი არის დამოკიდებული. ქორწინების
თარიღების აღნიშვნა ბევრ ქვეყანაში არის ტრადიციად, რაც საშუალებას გვაძლევს განვლილი, ერთად ყოფნის წლები შევაფასოთ შედეგების გათვალისწინებით. ეს ყველაფერი წლების მატებასთან ერთად უფრო და უფრო საინტერესო ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ თარიღს ქორწინების შედეგი - შვილი გილოცავს. მნიშვნელობა არ აქვს საჩუქარს, მთავარია ვინ გჩუქნის. მშობლებისთვის ხომ საუკეთესო საჩუქარი შვილი და მისგან გამოჩენილი ყურადღებაა.

ერთი კვირის წინ, სოციალურ ქსელებში ძმების - მეთიუსა და ჯეიმსის ფოტოები გავრცელდა, რითაც თავიანთ მშობლებს სიურპრიზი გაუკეთეს და ქორწინების იუბილე მიულოცეს. მათი საჩუქარის არსი შემდეგშია : შეარჩიეს თავიანთი ბავშვობის ფოტოები,
რომლებიც მათი მშობლებისთვის მეტად საყვარელი და მნიშვნელოვანი იყო და შეეცადნენ იგივე სიტუაციაში გადაეღოთ ფოტოები. მშობლებისთვის ეს იყო ყველაზე მხიარული, გასაოცარი და სასიამოვნო საჩუქარი, რომელმაც არამხოლოდ მათი მოწონება დაიმსახურა. ამ საქორწინო საჩუქრის წყალობით, ძმები მთელმა მსოფლიომ გაიცნო და დღითი დღე მათი პოპულარობა იზრდება. იდეას მიმდევრებიც გამოუჩნდნენ და ამიერიდან სოციალურ ქსელებში ბევრ ასეთ ფოტოს უნდა ველოდოთ.


image


image


image



image


image


image




2
268
8-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
268
  
2014, 19 ნოემბერი, 19:07
რასგავენ რა უბედურება
2014, 19 ნოემბერი, 13:27
დიდი მადლობა ამ სტატიისთვის.მართლა ძალიან დიდი პოზიტივი მოდის ამ ფოტოებიდან
0 1 2