რუსთავის 2-ის მაყურებელს ალბად ახსოვს, რომ პროექტ x- ფაქტორიში ჟიურის წევრმა ანრი ჯოხაძემ გარკვეული რისკის ფასად დატოვა ბავშვების კატეგორიაში სოფო ბათიაშვილი. სოფოს მიერ შესრულებული საკონკურსო სიმღერა ჟიურის წევრებს არ მოეწონათ, რადგან კონკურსანტს სიცხე ქონდა და ყელი ტკიოდა. შემდგომ კონცერტზე სოფოს გამოსვლამ ყველა კითხვას გასცა პასუხი, მისი შესრულებით ყველა აღფრთოვანებული დარჩა, თუმცა ბოლო ლაივ კონცერტზე სოფოს შესრულებას ისევ უარყოფითი კომენტარები მოყვა ჟიურის მხრიდან. თავად კონკურსანტი ამ ყველაფერს ასე ხსნის: “ 1%ით გადავრჩი აუტსაიდერობას, მაგრამ მადლობა ვინც დამირეკა..
ვინ მეტს ელოდა, ვინ ნაკლებს. ყელში ჩირქი მაქვს, ცალ ყურში ანთება. ყელს პრაქტიკულად ვერ ვიმორჩილებ.
იღბალო სად ჯანდაბაში ხარ?!!!!!!". წარმატებები ვუსურვოთ სოფოს ...