x
image
სალო123
ოლეგ იაძის ისტორია გრძელდება ანუ ,,ქარიშხალი ოლეგა"

image
საზოგადოებას კარგად დაამახსოვრა თავი ქალაქ კასპის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა თავისი გამოსვლით, სადაც ქალბატონი ახალ გამგებელს აკრიტიკებს. არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა ბატონი გამგებლის ინტერვიუ, ოლეგ იაძე: “ – რაც მე გუშინ გავაკეთე, შეიძლება საქართველოს არც ერთ რაიონში ეს ასე წყნარად არ მომხდარიყო. 19-ივე სოფლის გამგებელს, რაიონის ყველა სოფლის რწმუნებულს, ჩავუტარე თათბირი, 5 წუთიანი თათბირი, და ისე გავათავისუფლე სულ ყველა, ისე წაბრძანდნენ რომ იტყვიან სახლებში, რომ ერთმანეთი გადავკოცნეთ და მადლობლები დამრჩნენ.
ჩემს პიროვნებას იცნობენ სულ ყველა. პატივს მცემს სულ ყველა, სოფელი არ არის კასპის რაიონში რომ მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონი არ მყავდეს გაზრდილი და აქედან გამომდინარე მე მაქვს ცნობადობა და მაფასებს ეს ხალხი და არც ერთ რაიონში ასე უხმაუროდ ხომ არ წავიდოდნენ არა?!
მე ბატონ ბიძინას მომხრე ვარ და კურსის გამგრძელებელი ვარ პოლიტიკაში, რადგან მე ვარ პატარა ბიძინა შეიძლება ასე ითქვას რაიონში . მე მტკივა ყველასი, სააკაშვილივით კი არ მოვიქცევით, რომ ვინც თავისიანი იყო იმისთვის უნდა ყოფილიყო სამსახურებიც და ყველაფერი. რაიონში ჩემი სატკივარია პოზიციაც და ოპოზიციაც."

ახლა კი, ვრცელდება ახალი კადრები სადაც ზემოთ ხსენებული ქალბატონი კასპის გამგებელს კვლავ “ოლეგად" მოიხსენიებს და ამჯერად მას ამერიკაში დატრიალებულ ქარიშხალ “კატრინას" ადარებს, იმ განსხვავებით რომ ქარიშხალი “ოლეგა" თავს კასპის რაიონს დაატყდა....

3
175
5-ს მოსწონს
ავტორი:სალო123
სალო123
175
  
2013, 26 იანვარი, 22:24
მაგარი ღადავი ქალია რა...კარგად ხუმრობს:D
2013, 25 იანვარი, 15:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 25 იანვარი, 11:10
მაგარი ქალია:დ ქარიშხალი ოლეგა:დ
0 1 3