x
image
სალო123
ეკო ფანგანი - ,, "ვერეს თაობის" დაბადებასაც გილოცავთ"

imageთბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება მოდელი ეკო ფანგანი თავის ფეისბუქის გვერდზე და მოხალისეთა აქტივობას მიესალმება: - “რაც თავს დაგვატყდა ამას, ალბათ, სახელიც არ აქვს... ნახევრად დანგრეული ქალაქი, გამწარებული ოჯახები, ტალახში ღრმად ჩაფლული ადამიანებისა და ცხოველების გვამები, ღვარცოფით ჩარეცხილი სასაფლაოები, ქუჩებში მოხეტიალე მხეცები და მათ მიერ დაგლეჯილი ხალხი.. არ მჯერა, რომ ეს თბილისია, ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ქალაქში ხდება... მშვიდობიან ღამეს და მშვიდობიანი დილის გათენებას გისურვებთ, თბილისო და თბილისელებო ... მაგრამ თან... ერთობის, თანაგრძნობის, იმედის და სიყვარულის შინ დაბრუნებას გილოცავთ!! ახალი თაობის, მომავლის თაობის, "ვერეს თაობის" დაბადებასაც გილოცავთ, ჩემო თბილისო და თბილისელებო!!! "

0
212
1-ს მოსწონს
ავტორი:სალო123
სალო123
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0