სხვა იგავი ორ ფიფქზე 2015, 24 ივნისი, 20:12 მოდიოდა თოვლი. ირგვლივ სიმშვიდე და სიჩუმე სუფევდა. ფუმფულა ფიფქები ჰაერში ნელ-ნელა, ცეკვა-ცეკვით, უახლოვდებოდნენ დედამიწას. ორმა პატარა ფიფქმა, რომლებიც გვერდი-გვერდ მიფრინავდნენ, ერთმანეთში საუბარი გააბა. ჰაერის ნაკადებს ისინი რომ არ დაეშორებინა, ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს და ერთმა ფიფქმა მხიარულად თქვა: - როგორი ენით აღუწერელი შეგრძნებაა ფრენის განცდა! - ჩვენ არ მივფრინავთ, ჩვენ ვარდებით! - უთხრა, მოწყენილი ხმით, მეორე ფიფქმა. - ჩვენ მალე დედამიწაზე დავეშვებით და თეთრ, ფუნფულა, საფარად გადავიქცევით. - არა, ჩვენ დაღუპისთვის ვართ განწირულები. მიწაზე ჩვენ უბრალოდ ფეხით გაგვსრესენ. - ჩვენ ნაკადულებად გადავიქცევით და ზღვისკე გავეშურებით, ჩვენ მუდმივად ვიცოცხლებთ! - თქვა პირველმა. - არა, ჩვენ დავდნებით და სამუდამოდ გავქრებით! - წინააღმდეგობა გაუწია მას მეორემ. ბოლოს მათ მოსწყინდათ კამათი. გაუშვეს ერთმანეთს ხელი და ორივე გაფრინდა იმ ბედის შესახვედრად, რომელიც თავად აირჩია. 192 7-ს მოსწონს
|