x
მეტი
  • 20.07.2024
  • სტატია:136061
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510321
ნატალია ყიფშიძე-"ჩემს ბაბუას ზურა ყიფშიძეს "სამშობლოს მოღალატე" უწოდეს!"

image
ნატალია ყიფშიძე ქართველი საზოგადოების ყველა თაობისთვის საყვარელი პიროვნების, ქართული თეატრისა და კინოს მსახიობის, ზურა ყიფშიძის შვილიშვილია. იგი მსახიობ გიორგი ყიფშიძისა და მოდელ კრისტი ყიფშიძის შვილია. ნატალიაც მსახიობობაზე ოცნებობს. მას უკვე აქვს მსახიობის გამოცდილება, რამდენიმე ფილმში აქვს პატარ-პატარა როლები შესრულებული.

მას შემდეგ, რაც ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა სტატია "ზურა ყიფშიძე მოსკოვში წავიდა", ბევრი არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა მსახიობის მოსკოვში გამგზავრებას. ზოგმა მას მოღალატეც კი უწოდა. მსახიობი მოსკოვში კინო ფესტივალზე გაემგზავრა სწორედ იმ პერიოდში, როდესაც თბილისი სტიქიისგან თავზე დამტყდარი უბედურების შედეგებს ებრძოდა და ეტყობა, სწორედ ეს გახდა საზოგადოების გაღიზიანების მიზეზი.

საყვარელი ბაბუის შეურაცხოფა ვერ აიტანა 14 წლის ნატალიამ და სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა:


"გავიგე ჩემს ბაბუას ზურა ყიფშიძეს უწოდეს საოცრად შეურაცხმყოფელი ფრაზა "სამშობლოს მოღალატე". მოდით იქიდან დავიწყოთ, რომ უნდა იამაყოთ თქვენი ერის წარმომადგენელი რომ ზის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კინო ფესტივალზე(არ აქვს მნიშვნელობა რომ რუსების ფესტივალია. ხშირად ვამბობ და ახლაც ვიტყვი, რომ პოლიტიკა და კულტურა ერთმანეთთან არაფერ კავშირშია) და აფასებს არამარტო რუსულ კინოებს, უწოდებთ "სამშობლოს მოღალატეს"?! ახლა ქება-დიდებას არ დავიწყებ, მგონი ყველამ იცის რა ადამიანიცაა და ჩემს ცხოვრებაში ერთი ნეგატიური კომენტარიც არ წამიკითხავს ან გამიგია მასზე, რომ ვინმეს ცუდი ეთქვას, მხოლოდ პოზიტივს ვხედავდი. უბრალოდ საწყენია, რომ ზურა ყიფშიძისნაირ ადამიანს ასეთი უკადრისი ფრაზა შესძახოთ."imageimage

0
409
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
409
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0