სხვა რა ხდება დედამიწაზე ერთი დღის განმავლობაში 2015, 21 ივნისი, 17:05 რა ხდება დედამიწაზე მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში? მაშ ასე წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს, რომელთა შესახებ თქვენ სავარაუდოდ არ იცოდით. მაშ ასე, როდესაც თენდება...
7 მილიარდი ადამიანიდან ნაწილს სძინავს, ნაწილიც იღვიძებს. მხოლოდ 6 ადამიანი გაიღვიძებს დედამიწაზე კი არა კოსმოსში, უფრო ზუსტად კი დედამიწიდან 412 კილომეტრში. ეს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის წევრები არიან.
ახალი დღე ჩვენს პლანეტას 380 ათას ახალ სიცოცხლეს მოუტანს...
დაახლოებით 18 მილიონი ადამიანი აღნიშნავს თავის დაბადების დღეს.
დღეს სიხარულისთვის საბაბი არ ექნება 9.8 მილიონ ადამიანს, რომლებიც ციხეში ზიან. დღის განმავლობაში ცაზე 8.6 მილიონი ელვა გამოჩნდება. თეორიულად ეს საკმარისია დიდი ქალაქის გასანათებლად. ერთი დღის განმავლობაში დედამიწაზე იმდენი ნალექი მოდის, რომ ამ ოდენობის წყალი საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ ყველა ადამიანს მიეღო შხაპი 1414-ჯერ. ერთი ხე დღის განმავლობაში გამოიმუშავებს იმდენ ჟანგბადს, რომ ეს საკმარისი იქნება 2 ადამიანისათვის. დედამიწის მაცხოვრებლები თავის საქმეებზე გზებს გაუყვებიან. გზების საერთო სიგრძე დადემიწაზე 70 მილიონ კილომეტრს აღემატება. ამ დღის განმავლობაში კონვეიერებიდან ჩამოვა 142 ათასი ახალი ავტომობილი. სადილობის დროს: აზიაში ყოველი ადამიანი შეჭამს 1 თეფშ ბრინჯს, საშუალოსტატისტიკური ევროპელი კი მხოლოდ ერთ სუფრის კოვზს. მთელი დღის განმავლობაში დედამიწაზე ადამიანები შეჭამენ 800 მილიონ ფორთოხალს... და ერთ მილიარდ ვაშლს... ... 1.5 მილიარდ ბანანს... ჩინელები ერთი დღის განმავლობაში აიღებენ 512 ათას ტონა ბრინჯს... მთელს მსოფლიოში მოკრეფენ 1 700 000 ტონა ხილს... ქათმები მთელს მსოფლიოში დადებენ 190 მილიონ კვერცხს... ... ეს ყველა კვერცხი ერთად იმდენივეს იწონის რამდენსაც 11 სამგზავრო თვითმფრინავი... მსოფლიოში ცხოვრობს 339 მილიონი ჭარბწონიანი ადამიანი, თუმცა სამჯერ მეტი ადამიანი შიმშილით იტანჯება... მთელს მსოფლიოში მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში გაიყიდება 570 000 ტელევიზორი... ... და 3.4 მილიონი მობილური ტელეფონი... ... 540 მილიონი გაზეთი... 820 ათასი გოლფის ბურთი... შენაძენისთვის გადახდა მსოფლიოს 182 ვალუტით მოხდება... ადამიანები დღის განმავლობაში 22 მილიარდჯერ ჩარეცხავენ უნიტაზს... საშუალოსტატისტიკური ევროპერი წარმოქმნის 1.4-1.8 კილოგრამ ნარჩებევს... საღამო მოვიდა... დასვენების დროა... შესაძლებელია წიგნის წაკითხვა. მხოლოდ ერთ დღეში გამოიცემა 2753 ახალი წიგნი... 10.7 მილიონი ინდიელი ნახავს ფილმს კინოთეატრში... 231 მილიონი ადამიანი საღამოს სექსით დაკავდება... დედამიწაზე ცხოვრობს 100 მილიონი ადამიანი გვარად ჩანი. ეს ყველაზე გავრცელებული გვარია. 24 საათის განმავლობაში დედამიწაზე მზე ერთხელ ამოვიდა და ერთხელ ჩავიდა, მაგრამ არა იმ 6 ადამიანისათვის, ისინი 16-ჯერ ნახავენ მზის ამოსვლასა და ჩასვლას 24 საათის განმავლობაში. 236 2-ს მოსწონს 2-ს არა
|