x
image
ათასი
''შუმბას მშობლები სტიქიას გადაურჩნენ,''-აცხადებს ''Rustavi2''.

ტელეკომპანია ''Rustavi2'' ავრცელებს შემდეგი სახის განცხადებას, რომ, თურმე შუმბას მშობლები ამ 13 ივნისს დატრიალებულ უბედურებას გადაურჩნენ, -''შუმბას ოჯახის წევრები სტიქიას უვნებლად გადაურჩნენ. ერთი ლომი და 4 ვეფხვი მოვარდნილი ნიაღვარისგან ახალმა ვოლიერებმა და შემაღლებულმა ადგილმა დაიცვა.
ვოლიერების ადგილმდებარეობამ გადაარჩინა ორი ლეოპარდიც.
ზოოპარკში მტაცებლების სახეობას ახლა სწორედ შუმბას ოჯახი და ორი ლეოპარდი შეადგენს.
შავ ზოლიან ვეფხვს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
წინასწარი მონაცემებით, ადმინისტრაციას უკვე აღწერილი ჰყავს ნაპოვნი და დაღუპული ცხოველები. საერთო რაოდენობით სტიქიამ ზოოპარკის 100-მდე ბინადარი იმსხვერპლა. თუმცა, მონაცემები გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად იცვლება.
სტიქიას ბეჰემოტთან ერთად სპილო, პინგვინები და ის ცხოველები გადაურჩნენ, რომელთა ვოლიერამდეც წყალმა ვერ მიაღწია.

ავტორები: ნათია მღებრიშვილი, ვახო ბუნტური.''

image

0
264
3-ს მოსწონს
ავტორი:ათასი
ათასი
264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0