სხვა უძლიერესი ისტორია,რომელმაც მსოფლიო დააფიქრა. 2013, 4 აპრილი, 23:21 ერთი გამყიდველი დაბნეულად უყურებდა ქუჩას. პატარა გოგონა მიუახლოვდა მის ვეტრინას, და ცხვირით მიეყრდნო შუშას.
გოგონას თვალები გაუნათდა, როდესაც მან დაინახა ის, რასაც ეძებდა.
შევიდა მაღაზიაში და სთხოვა გამყიდველს რომ ენახა მისთვის ფირუზის ყელსაბამი.
-ეს ჩემს დისთვის!თქვენ შეგიძლიათ ლამაზად შეფუთოთ?-ჰკითხა გოგონამ.
პატრონმა უკმაყოფილო სახით შეხედა გოგოს. -ფული რამდენი გაქვს? გოგონამ ჯიბიდან ამოიღო პატარა ტომარა, და მაგიდაზე გადმოყარა ყველა “მონეტა’’ რაც ტომარაში ეყარა. -ეს საკმარისია? იქ იყო მხოლოდ რამოდენიმე მონეტა. -იცით რა?მე მინდა გავუკეთო ეს საჩუქარი ჩემს დას.დედას სიკვდილის შემდეგ იგი გვივლის ჩვენ, თავისთვის დრო კი არ რჩება.დღეს მისი დაბადების დღეა, დარწმუნებული ვარ რომ მას ძალიან გაუხარდება ამ საჩუქრის მიღება, თანაც ეს ყელსაბამი მოუხდება მის თვალების ფერს! კაცმა აიღო ყელსაბამი, მაღაზიის სიღრმეში შევიდა, ჩაუდო გოგონას ლამაზად ყელსაბამი, და ბაფთა შეკრა. -აიღე!-უთხრა მან გოგონას.-და ფრთხილად წაიღე! გახარებული გოგონა სახლისკენ გაიქცა.სამუშაო დღეც დაიწურა, და მაღაზიაში ერთი ახალგაზრდა გოგო შემოვიდა.მაგიდაზე დადო კაცისთვის ნაცნობი კოლოფი.გახსნა და ამოიღო ყელსაბამი. -ეს ყელსაბამი თქვენთან იყო ნაყიდი?რა ფასში გაყიდეთ? -საქონლის ფასი, ჩემი და მყიდველის პირადი შეთანხმებაა. გოგონამ განაცხადა: -ჩემს დას არ ჰქონდა საკმარისი თანხა, რომ ეყიდა ფირუზის ყელსაბამი!ამას ალბათ დიდი ფასი ადევს.ჩვენ მაგდენი თანხა არ გვაქვს! კაცმა თავიდან შეფუთა ყუთი, და დიდი სიფრთხილით მიართვა ახალგაზრდა გოგონას. -მან გადაიხადა უდიდესი თანხა...ბევრჯერ მეტი ვიდრე გადაიხდიდა სხვა:ყველაფერი დათმო რაც ჰქონდა. სიჩუმე დადგა, და გოგონას ორი ცრემლი ჩამოედინა ლამაზ სახეზე. 1874 17-ს მოსწონს
|