x
მეტი
  • 20.07.2024
  • სტატია:136061
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510321
ბიჭს, რომელიც მძიმე დღეებში მოხალისეებს უფასო ტაქსით ემსახურებოდა, ამერიკიდან საჩუქარი გამოუგზავნეს
მოგეხსენებათ, რა მძიმე იყო გასული კვირა თბილისის მოსახლეობისათვის. საშინელმა სტიქიამ 19 ადამიანი სიცოცხლე შეიწირა და ქალაქის ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი მიაყენა. უამრავი ახალგაზრდა გამოვიდა მოხალისედ და დასუფთავების და სამაშველო სამსახურებთან ერთად სიამოვნებით ღებულობდა მონაწილეობას ქალაქის დასუფთავებაში. ამ დღეებში თბილისის ერთ-ერთი პრობლემა ტრანსპორტი გახდა, უფრო სწორედ უტრანსპორტობა, რადგან გზების მწყობრიდან გამოსვლამ საცობები და მასთან ერთად გადადგილების პრობლემა შექმნა. ამ მძიმე დღეებში გამოჩნდნენ გულისხმიერი ადამიანები, რომლებიც სრულიად უფასოდ ემსახურებოდნენ მოხალისეებს და უფასო ტაქსით სთავაზობდნენ გადაყვანას. პირველი, ვინც ეს მოიფიქრა, იყო ახალგაზრდა კაცი გიორგი ლომიძე. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ რადგან ფიზიკური მუშაობა არ შეეძლო, ამ სახით გაუწევდა მოხალისეებს დახმარებას.


image


ახალგაზრდა ტაქსისტის სიკეთის ამბავი საქართველოს ფარგლებს გასცდა და ოკეანის გაღმა მხარეს მცხოვრებ ქართველებამდეც ჩააღწია.
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ემიგრანტმა – ცისნამი საყვარლიშვილმა გიორგის საჩუქრად ” Tommy Hilfiger “-ის ფირმის საათი გაუგზავნა.


image



აი რას ამბობს ეს გულისხმიერი ქალბატონი:


” იმისათვის, რომ გერქვას გმირი, არ არის აუცილებელი ტანკს გადაუდგე წინ. გმირობა ადამიანის სულში უნდა არსებობდეს და ნებისმიერი სახით შეიძლება გამოვლინდეს. თითოეული მოხალისე თავისებურად გამოხატავს მის სულში არსებულ გმირობას. დღევანდელ საქართველოში, როცა ადამიანები ყველა კაპიკს და ყველა წვეთ საწვავს ითვლიან, გიორგი ლომიძის საქციელიც ნამდვილად გმირობის ტოლფასია.
მას შემდეგ რაც სოციალურ ქსელში ამ გმირი ბიჭის ფოტოები გავრცელდა, ერთ-ერთ ფოტოზე შევამჩნიე, რომ უბრალო მაჯის საათი ეკეთა. ვიფიქრე საათები ეყვარებათქო და ყველაზე ორიგინალურ საჩუქარს გავუკეთებდი, თუკი კარგ საათს ვაჩუქებდი. გულახდილად გითხრათ, ეს საათი ადრევე მქონდა შემჩნეული Macy’s- ში და ძალიან მომწონდა. როგორც კი გიოს სიკეთის შესახებ გავიგე, მაშინვე დამებადა სურვილი, რომ ის ჩემი მოწონებული საათი გიორგისი გამხდარიყო. 29 ივნისს ნოდიკო ტატიშვილი, რომელიც გასტროლებზე იმყოფება ამერიკაში, საქართველოში ბრუნდება და გიოსთან საჩუქარს მას ვატან. “Skype”-ში უკვე ვესაუბრე გიორგის, ფოტოც ნახა და საჩუქარი ძალიან მოეწონა. ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მისი გული გავახარე. დიდხანს ვიქნები ემოციებით დატვრითული. მე და გიო უკვე დავმეგობრდით და მინდა, რომ კარგად იყოს, ვუსურვებ უამრავ წარმატებას. ამბობენ, სიკეთე გადამდებიაო, მე მისგან გადამედო და დარწმუნებული ვარ ჩვენ ნაირი ბევრია. სხვას რომ სიკეთეს უკეთებ, ამაზე დიდი ბედიერება არ არსებობს ამ ქვეყანაზე. გაავრცელეთ სიკეთე და სიყვარული. ეს იქნება ჩემი მთავარი გზავნილი ამერიკიდან. ყველანი ძალიან მიყვარხართ. ”


image

0
886
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
886
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0