x
image
t.x.
სკანდალი! ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა ზოოპარკის დირექტორს შეურაცხყოფს: "ცხოველების სიყვარულმა ცხოველად არ უნდა გაქციოს"

image
17 ივნისს, სტიქიის შედეგად ზოოპარკიდან გამოქვეულმა ვეფხვმა, მამაკაცი დაგლიჯა. ხელისუფლების მაღალჩინოსნები ამტკიცებდნენ, რომ მოსახლეობას მტაცებლებისაგან საფრთხე არ ელოდა. ზოოპარკის თანამშრომლების მტკიცებით, კი რამდენიმე ცხოველის ასავალ-დასავალი უცნობი იყო. ვეფხვის მიერ მამაკაცის დაგლეჯვის ფაქტმა სრულიად საქართველო შეძრა. სკანდალურ განცხადებას ავრცელებს პრემიერის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი.

"საშინელებაა!!!

მოატყუო შენი მოქალაქეები, გაწირო ადამიანები იმის გამო, რომ ცხოველი არ

მოეკლათ- ეს ავადმყოფობა აუკვე!!!

ცხოველების სიყვარულმა ცხოველად არ უნდა გაგციოთ!!"-წერს თამაზაშვილი სოციალურ ქსელში.

ამ კომენტარმა საზოგადოება ძალიან გაანაწყენა, რის გამოც პრემიერის ოჯახის წევრი ბევრმა ნაცნბობმა თუ უცნობმა სახემ გაკიცხა.

"გამომდინარე იქიდან, რომ ჩემმა სტატუსმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მინდა განმარტება გავაკეთო:
1) ჩემი სტატუსი არის რეაქცია, რომელიც მქონდა ამ საშინელი ამბის გაგებისას და მე მაქვს უფლება ჩემი აზრი მქონდეს ან ემოცია გამოვხატო! თუ ვინმეს რაიმე დანაშაული იკვეთება ეს შესაბამისი სამსახურების გამოსაძიებელია.

2) ბატონი ზურაბის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, დარწმუნებული ვარ ნამდვილად წესიერი და კეთილი კაცია .

მაგრამროდესაც გვაქვს ვალდებულებები და მოვალეობები მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს განცხადებებს.
3) კიდევ ვიმეორებ და მუდამ ამ აზრზე ვიქნები : ჩემთვის ერთი ადამიანის სიცოცხლე უფროძვირფასია ვიდრე ერთად აღებული მთელი ცხოველთასამყარო!!!
"-განმარტავს თამაზაშვილი.

image

1
1543
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1543
  
2015, 19 ივნისი, 10:33
თუ მთავრობის წარმომადგენლები ამბობდნენ ზურას რატომ აბრალებთ... ლოგიკა მინუსებშიც აღარ აქვთ.
0 1 1