საბუნებისმეტყველო ყველაზე პატარა ხერხემლიანები დედამიწაზე 2015, 17 ივნისი, 19:55 ყველაზე პატარა თევზი Paedocypris progenetica არის. მისი სიგრძე 10, 5 მმ-ს არ აღემატება. ბინადრობს ინდონეზიის მტკნარ ჭაობებში.
ყველაზე პატარა ბაყაყი Paedophryne-ა. მისი მინიმალური სიგრძე 7, 7 მმ-ია, ხოლო მაქსიმალური - 11, 3 მმ. ბინადრობს ახალი გვინეის სამხ. ნაწილში. ყველაზე პატარა ფრინველი არის კოლიბრი (Mellisuga helenae). ის 1844 წ. კუბაზე აღმოაჩინეს. ეს პატარა ფრინველი 5-7 სმ-ია და მხოლოდ 1, 6-2 გრამს იწონის. ძუძუმწოვრებს შორის, ყველაზე პატარები, პრიმატები არიან: 15 სმ-იანი ბრჭყალებიანი მაიმუნი, რომელიც 150 გრამს იწონის და ჯუჯა ლემური. ეს უკანასკნელი, ბრჭყალებიან მაიმუნზე, 5 სანტიმეტრით გრძელი არის. ბრჭყალებიანი მაიმუნები (Callitrichidae) სამხ. ამერიკაში (ეკვადორი, კოლუმბია, ბოლივია, პერუ, ბრაზილიის დას. ნაწილი) ბინადრობენ. ხოლო ჯუჯა ლემურები (Cheirogaleidae), მადაგასკარზე ცხოვრობენ. 303 8-ს მოსწონს
|