სისხლის სამართალი პროკურატურა სტიქიასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. საქმის შესასწავლად და დასკვნის დასადებად კი მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე - პრეზიდენტი იმუშავებს 2015, 17 ივნისი, 13:09 საქართველოს პროკურატურამ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება ჯერ კიდევ 2015 წლის 14 ივნისს დაიწყო. დღეს კი როგორც პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი და რაზეც განცხადებები ქართული ტელევიზიების საინფორმაციო საშუალებებით გადმოიცა, ახლახანს მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე და გმირთა მოედანზე საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ქალაქის მერი დავით ნარმანია იმყოფებოდნენ, რომელთან თან ახლდათ იტალიელი გეოლოგი, საინჟინრო - გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი და მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე - პრეზიდენტი კლაუდიო მარკოტინი და სავარაუდოდ უახლოეს მომავალში შესწავლილი იქნება სტიქიის გამომწვევი მიზეზები.მისი პირველადი შეფასებით - " მომხდარი დიდი რაოდენობით წყლის მოვარდნას უკავშირდება, რაც უჩვეულო მოვლენაა, რადგან ადგილი ჰქონდა ერთის მხრივ წყლის დიდი ნაკადის მოვარდნას და მეორე მხრივ მეწყერის ჩამოწოლას.სწორედ ამ ორმა უჩვეულო ფენომენმა გამოიწვია დიდი ტალღები"... 80 9-ს მოსწონს
|