სხვა თავისუფლების მოედანი ტექნიკამ და ცოცხალმა ძალამ დატოვა 2015, 16 ივნისი, 19:13 რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ თბილისში კვლავ მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ამიტომაც გადაწყდა რომ შეჩერდეს ყველა სამუშაო რომელიც მიმდინარეობდა სტიქიის ზონაში, ამ წუთებში ადგილიდან გაყვანილია ტექნიკა და ცოცხალი ძალები. როგორც უკვე ცნობილია მდინარე ვერეს ხეობასთან შექმნილია შტაბი სადაც ყველა ინფორმაცია ინახება სამუშაოების შესახებ, შტაბს დღეს პრემიერ მინისტრთან ერთად თავდაცვის მინისტრიც ესტუმრა, როგორც ისინი აცხადებენ პრობლემა არა თბილისის თავზე არსებული ღრუბელი და ქალაქში მოსული წვიმაა არამედ საყურადღებოა რომ სტიქია არ შეიქმნას მდინარე ვერეს სათავესთან, თუმცაკი ამინდის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია ამიტომაც თავდაცვის მიზნით განთავისუფლდა გმირთა მოედანი. 188 3-ს მოსწონს
|