ახალი სასწავლო წლისათვის მოსწავლეები მთლიანად ახალ წიგნებს ვერ მიიღებენ, ვინაიდან განათლების სამინისტრომ წელს წიგნების დაბეჭვდისთვის 16 მილიონის ნაცვლად 2 მილიონი გამოყო, რაც ნიშნავს იმას რომ ყოვეელი 14 მოსწავლიდან ახალ სახელმძღვანელოს 1 მოსწავლე მიიღებს.
მიღებული გადაწყვეტილებით პირვლკლასელებსაც კი პირვლად შეხება ნახმარ დედაენასთან ექნებათ, და 500 000 მოსწავლისათვის ჯამში სულ 42 ათასი სახელმძღვანელო დაიბეჭდება.
როგორც თამარ სანიკიძე აცხადებს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ბიუჯეტის შემცირების
მიზნით, გარდა ამისა ცნობილია რომ წინა წლებში დაბეჭდილი სახელმძღვანელოები ხარისხიანია რაც კიდევ გვაძლევს ფამოყენების საშუალებას, ასევე მინისტრი აცხადებს რომ
მომავალ წელს პირველ და მეექვსე კლასელებს ახალ სახელმძღვანელოები დაურიგდებათ, წელს გაკეთებული ეკონომია კი ხარისხის გაუმჯობესებას მოხმარდება.
![მოსწავლეებს ახალი წიგნები არ
დაურიგდებათ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201506/2015061222325273428.jpg)