სხვა უცნაურ მასალებზე შესრულებული ხელოვნების ნიმუშები, რომელთაც თვალს ვერ მოწყვეტთ 2015, 16 ივნისი, 18:07 ამბობენ, რომ არქიტექტურა და მხატვრობა - ეს გაყინული მუსიკაა. როდესაც გვესმის სიტყვა "სკულპტურა", ბევრ ჩვენგანს თვალწინ წარმოუდგება აღორძინების ეპოქის შთამბეჭდავი, მონუმენტური ქანდაკებები, ქიმერული ჩუქურთმები, რომლებითაც მორთულია შუა საუკუნეების ციხე-კოშკები ან ბაროკოს ეპოქის ნატიფი და დახვეწილი ფიგურები, მაგრამ როგორც ჩანს, სტატუები მხოლოდ მარმარილოსაგან როდი შეიძლება გამოიკვეთოს, არამედ სხვა, ერთი შეხედვით უჩვეულო მასალისაგანაც. ასე რომ, სიტყვამ "სკულპტურა" დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა და გაცილებით ფართო ცნება გახდა, აერთიანებს რა თავის თავში ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებს. ხელოვნების ეს დარგი დღესაც საკმაოდ პოპულარულია.
ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ ხელოვნების 15 უცნაური ნიმუში, რომლებიც მნახველს აოცებენ თავიანთი ორიგინალობითა და დახვეწილობით. ერთი შეხედვით წარმოუდგენელიც კია, რომ ეს ყველაფერი ადამიანის ხელმა შექმნა.
11 000 ერთდოლარიანი კუპიურისაგან გამოკვეთილი თავის ქალა ![]() სკულპტურები ფერადი ცარცისაგან ![]() საოცრად დახვეწილი ნამუშევარი-კვეთა ვაშლზე (კარვინგი) ![]() ბანანისაგან გამოკვეთილი პისტოლეტი ![]() ხისგან გამოთლილი მაჯის საათი, რომელიც შესანიშნავად მუშაობს ![]() მარმარილოსაგან გამოკვეთილი ვუალით დაფარული სახე ![]() ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, რომ ეს ორი ნივთი ხისგანაა გამოკვეთილი ![]() ესეც ხისგანაა გამოთლილი და ნამდვილს საოცრად ჰგავს ![]() მარწყვისაგან გაკეთებული ვარდი (აი ამის გაკეთება მეც შემიძლია) ![]() ვაშლზე ამოჭრილი საოცრად ნატიფი ვარდი ![]() გამოქვაბული წიგნში - გაი ლარამის გასაოცარი ნამუშევარი ![]() ხისგან გამოკვეთილი საათი - მოჩვენება ![]() ჩეულებრივი წებოლენტისაგან (სკოჩი) გამოკვეთილი ფიგურა ![]() ალმასისიაგან დამზადებული ბეჭედი ![]() აი ეს სკულპტურა კი, რომელიც ერთი შეხედვით ხე გეგონათ, ბრინჯაოსგანაა გამოკვეთილი ![]() ერთი შეხედვით დაუჯერებელიც კია, რომ ეს ნამუშევრები ადამიანის ხელმა შექმნა, განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება ჩემზე ვაშლზე კარვინგმა და წიგნში გაკეთებულმა გამოქვაბულმა მოახდინა. დარწმუნებული ვარ, რომ თუ მსოფლიოს განადგურების საფრთხე დაემუქრება, მას სწორედ ხელოვნების მოღვაწეები გადაარჩენენ! 159 11-ს მოსწონს |
სულ ცუდი ამბებია