საბუნებისმეტყველო ბრძოლა ცივილიზაციებს შორის, ანუ ვინ ვართ და საიდან მოვდივართ (ნაწილი IV- ვინ იყვნენ ატლანტები და რომელი პლანეტიდან მოდიან ამოუცნობი მფრინავი ობიექტები) 2015, 16 ივნისი, 14:55 (გაგრძელება) 1991 წ. ბერმუდის სამკუთხედის ცენტრში, ოკეანის ფსკერზე, მინის დიდი პირამიდა აღმოაჩინეს, რომლიც 3-ჯერ აღემატება ზომით, ხმელეთზე მდებარე პირამიდებს შორის, ყველაზე დიდ, ხეოფსის პირამიდას. პირამიდა მინის ან კერამიკის მასალით არის გაკეთებული, აქვს გლუვი კედლები დანაწიბურებზე გადაბმის კვალი არ ეტყობა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ერთიანი მონოლითური ნაგებობაა. მშენებლობის ასეთი ტექნოლოგია, უცნობია დედამიწელებისთვის. მინის დიდი პირამიდა, ძველ ჩანაწერებში, დიდი ენერგეტიკული პირამიდის სახელით არის მოხსენიებული. ბერმუდის სამკუთხედში, ამ პირამიდის არსებობა, იმაზე მეტყველებს, რომ პლატონმა, თავის ნაშრომებში, “ტიმეოსსა" და “კრიტიაში", ატლანტიდის შესახებ სიმართლე დაწერა და ზუსტად მიუთითა მისი ადგილმდებარეობა. ატლანტიდის არქიპელაგი, მართლაც მდებარეობდა ატლანტის ოკეანეში, აზორისა და ბაჰამის კუნძულებს შორის. პლატონის მტკიცებით, ატლანტიდა პოსეიდონმა დაარსა. მას 10 ვაჟი ჰყავდა. უფროს ატლანტი ერქვა და მამის მემკვიდრე იყო, ხოლო დანარჩენმა შვილებმა, სამეფო დინასტიებს დაუდეს სათავეები. ატლანტიდის მოსახლეობის რაოდენობა, მისი აღზევების პერიოდში, მილიონ კაცს აღემატებოდა. ატლანტები, ჩვენი გაგებით, უჩვეულოდ გამოიყურებოდნენ: სიმაღლით 6 მ-მდე იყვნენ, ფეხზე 7 თითი ჰქონდათ, ხელზე - 6. ჰქონდათ განიერი მხრები, დიდი თავალები, ოდნავ დაბრტყელებული ცხვირები და განიერი პირები. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 1000 წელი იყო. ცხოვრობდნენ დემოკრატიულ ქვეყანაში, მმართველებს კენჭისყრით ირჩევდნენ და მმართველობის ვადა 200, 400 წელს შეადგენდა. პლატონის მიერ აღწერილი, ატლანტების გარეგნობა, ემთხვევა პლანეტის სხვადასხვა რეგიონში აღმოჩენილი, ადამიანი-გიგანტების სავარაუდო გარეგნობას და ისღა დაგვრჩენია გავარკვიოთ, თუ საიდან გაჩნდნენ გიგანტური ადამიანები დედამიწაზე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შუმერული ჩანაწერების მეშვეობით შეიძლება. რომლის მიხედვით, ადამიანი-გიგანტები დედამიწაზე ოქროს მოსაპოვებლად 445 000 წლის წინ, პლანეტა ნიბირუდან მოვიდნენ. არქეოლოგებმა, სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე, მართლაც აღმოაჩინეს საბადო, რმელშიც ოქროს 100 000 წლის წინ მოიპოვებდნენ, ხოლო მოსახლეობა ამ ტერიტორიებზე, მხოლოდ 80 000 წლის წინ გამოჩნდა. შუმერული ქრონოლოგიის მიხედვით, დედამიწის სიახლოვეს, პლანეტა ნიბირუ, ყოველ 3 600 წელიწადში ერთხელ ჩნდებოდა და ოქრო მიჰქონდა. სიტყვა ნიბირუ, შუმერულ ენაზე, “შეხვედრის ადგილს", “გადასვლის ადგილს" ნიშნავს. ძველი ასირიული სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ერაყი), ნაპოვნი არის შუმერული ცივილიზაციის არტიფაქტი, წრიული ფორმის თიხის ფირფიტა, რომელიც შუმერული ცივილიზაციის დროინდელი, “კოსმოსური ხომალდების მართვის სახელმძღვანელო" არის. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის ასევე შეიცავ ინფორმაციას, შუმერების ღმერთების (შუმერები ატლანტებს ღმერთებად მოიხსენიებდნენ, რადგან მათ ფრენა შეეძლოთ) ნიბირუსზე გაფრენის მარშუტის შესახებ. პლანეტა ნიბერუ, ძველ შუმერულ ჩანაწერებში, X სიმბოლოთი არის გადმოცემული და მისი ადგილმდებარეობის დადგენა, ამ ჩანაწერების შესწავლით და ცილინდრის ფორმის შუმერული ბეჭდით არის შეიძლება, რომელიც ჩვენს ერამდე, მე-5-ე ათასწლეულით არის დათარიღებული. შუნერული ბეჭდის მიხედვით, თავდაპირველად, მზის სისტემაში 12 პლანეტა იყო. ჩვენთვის აქამდე, მხოლოდ 9 პლანეტა იყო ცნობილი. ამ ბოლო დროს, აღმოაჩინეს პლანეტა გლორია, რომელიც დედამიწის ორბიტაზე მდებარეობს და იმის გამო, რომ მზე ეფარება, ჩვენ მას ვერ ვხედავთ. პლანეტა გლორია, ჩვენს პლანეტაზე, დაახლოებით, 2, 5- ჯერ დიდი უნდა იყოს და რადგან ის მზის სისტემის სიცოცხლის ზონაში მდებარეობს, შესაძლებელია, რომ ის დასახლებული იყოს და სწორედ იქიდან მოფრინავდნენ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები დედამიწაზე. ამრიგად, გლორია მზის სისტემის მეათე პლანეტა არის. იგივე შუმერული ჩანაწერების მიხედვით, მარსსა და იუპიტერს შორის, კიდევ ერთი პლანეტა იყო, რომიც დღეს ფაიტონის სახელით არის ცნობილი. პლანეტა ნიბირუ, ბოლო ვიზიტის დროს, ფაიტონს შეეჯახა და ნამსხვრევებად აქცია. შეჯახების შედეგად, ფაიტონის ორბიტაზე ასტეროიდების სარტყელი გაჩნდა. დიდი კატასტროფა მოხდა, ფაიტონის სიახლოვეს მდებარე, პლანეტა მარსზე, რომლის დროსაც მას ქერქი სკალპივით გადასძვრა. ხოლო დედამიწაზე, ჩამოვარდნილმა ფაიტონის ნაწილმა, რომელიც 2 ბილიონ ტონაზე მეტს იწონიდა, დედამიწის ქერქი გახეთქა. შეჯახების დროს გამოყოფილი ენერგია 30 000 ატომური ბომბის აფეთქების დროს გამოყოფილი ენერგიის ტოლი იყო. წარმოიქმნა დიდი რაოდენობით წყლის ორთქლი, რომელიც შემდეგ, ხანგრძლივი წვიმების მიზეზი გახდა. ოკეანეში წარმოიქმნა ცუნამი, 10 კმ-იანი ტალღებით და ყველა კონტინენტი გადარეცხა ანუ წარღვნა მოხდა დედამიწაზე. პლატონი ატლანტიდის დაღუპვის თარიღად, ჩვენს ერამდე, მეცხრე ათასწლეულს ასახელებს. ამ თარიღის და პლანეტა ნიბირუს დედამიწის სიახლოვეს გამოჩენის ქრონოლოგიის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავადგინოთ, დედამიწაზე მომხდარი წარღვნისა და ატლანტიდის დაღუპვის თარიღი. ეს უნდა მომხდარიყო 8 800 წლის წინ, ჩვენს ერამდე. ამრიგად, ფაიტონის ჩათვლით, მზის ირგვლივ 11 პლანეტა მიძრაობდა და არის კიდევ ერთი პლანეტა - ნიბირუ, რომელსაც წაგრძელებული ფორმის ტრაექტორია აქვს და შუმერულ ბეჭედზე, მზისგან საკმაოდ მოშორებულ მანძილზე არის დაფიქსირებული. ამრიგად, ადამიანი-გიგანტები დედამიწაზე პლანეტა ნიბირუდან ჩამოვიდნენ და ატლანტის ოკეანეში მდებარე არქიპელაგზე ატლანტიდა დაარსეს. მათი ხელშეწყობით, ნეოლითის ხანაში, დედამიწის მოსახლეობის ერთი ნაწილი, შემგროვებლობიდან და ნადირობიდა, მიწათმოქმედებაზე გადავიდა. მოგვიანებით, ატლანტებმა კოლონიების დაარსება დაიწყეს მიწათმოქმედების კერებში და პირამიდები ააშენეს. მათ ბევრი რამე ასწავლეს ადამიანებს. მაგრამ ატლანტიდის დაღუპვის შემდეგ, თანდათანობით, ატლანტებიც გაქრნენ და მხოლოდ ცივილიზაციის ძველი კერები დარჩა, იმის მტკიცებულებად, რომ ოდესღაც, დიდი ხნის წინ, დიდმა ადამიანებმა, ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი ცივილიზაციის განვითარებისა და ფორმირების საქმეში. 1453 9-ს მოსწონს
|