x
მეტი
  • 19.07.2024
  • სტატია:136055
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510306
მოუთმენლად ველი, როდის შევუერთდები ცირკს - Placebo-ს ირონია თბილისის ტრაგედიაზე
image


Placebo-ს მუსიკოსმა, შტეფან ოლსდალმა სოციალურ ქსელში, თბილისის ცენტრში მყოფი ჰიპოპოტამის ფოტო გაავრცელა.


image


"ეს არის თავისუფლად მოსეირნე ჰიპოპოტამი თბილისში, საქართველოში. პლასიბო იქ რამდენიმე კვირაში დაუკრავს. მოუთმენლად ველი, როდის შევუერთდები ცირკს" - წერდა ოლსდალი საკუთარ გვერდზე.



თუმცა მოგვიანებით შტეფან ოლსდალმა თბილისელებს საკუთარი განცხადების გამო ბოდიში მოუხადა.


"როგორც ჩანს, ჩემმა სიტყვებმა და ფოტომ ზოგიერთი ადამიანი გაანაწყენა თბილისში, რომელსაც ცოტა ხნის წინ თავს სტიქია დაატყდა. გულწრფელად ვიხდი ბოდიშს ამის გამო. არ მინდოდა ასე მომხდარიყო და არ ვიცოდი რომ მოვლენებს ასეთი შედეგი მოჰყვა. მოუთმენლად ველოდი, როდის დავუკრავდი თბილისში ჩვენი გულშემატკივრებისთვის, ყველაზე ნეკლებად მათი განაწყენება მინდოდა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ქალაქი ფეხზე დადგომას მალე მოახერხებს და რომ მსხვერპლის რაოდენობა აღარ გაიზრდება", - წერს Placebo-ს წევრი.


image


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირაში თბილისში Placebo-ს კონცერტია დაგეგმილი.

3
972
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
972
  
2015, 16 ივნისი, 16:50
რა კარგი იქნება არავინ რო არ მივიდეს მაგ კონცერტზე
2015, 16 ივნისი, 10:58
ბოდიში მიტომ მოიხადა რომ ხალხი მივიდეს
2015, 16 ივნისი, 10:57
და ამის დაკრულზე უნდა იცეკვოთ ახლა?
0 1 3