თავის მოვლა რა შეცდომებს ვუშვებთ სახის დაბანის დროს - ვისწავლოთ სწორად დაბანა! 2015, 15 ივნისი, 10:25 დაბანა...რა უნდა იყოს ამაზე მარტივი, ან რა შეცდომა შეიძლება ადამიანმა დაუშვას ამ უმარტივესი პროცედურის დროს - ალბათ გაიფიქრეთ. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა სახის (ან თუნდაც ტანის) სწორად დაბანა ბევრმა არ იცის. უფრო მეტიც, წლების მანძილზე სრულიად არასწორი ჩვევები გვაქვს გამომუშავებული, რაც არა თუ რგებს ჩვენს კანს, არამედ პირიქით, აზიანებს კიდეც. ამიტომ გულდასმით წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული რჩევები იმის შესახებ, თუ რა შეცდომებს ვუშვებთ დაბანის დროს.
ტიპიური შეცდომები: 1. კანს ისველებთ წყლით მანამ, სანამ მასზე დასაბან საშუალებას დაიტანთ. ეს ვერანაირად ვერ ასუფთავებს ფორებს. 2. ხშირად ნაცნობ-მეგობრების რჩევისა და გამოცდილების მიხედვით ყიდულობთ დასაბან საშუალებას. მაგრამ გახსოვდეთ, საშუალებამ, რომელიც ერთის კანს მოუხდა, მეორეს კანს შეიძლება ზიანი მიაყენოს. ამიტომ სჯობს თქვენი კანისთვის შესაფერისი საშუალების ასარჩევად კარგ სპეციალისტს (დერმატოლოგს, კოსმეტოლოგს) მიმართოთ. 3. სახეს იბანთ მხოლოდ საღამოს. თუ დღეს სწორი პროცედურებით დაიწყებთ, კარგი განწყობა მთელი დღის მანძილზე გარანტირებული გექნებათ. 4. სახეზე კოსმეტიკას ღამითაც იტოვებთ. უბრალოდ წყალი კოსმეტიკას არ აშორებს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება. მოუარეთ კანს სწორად: 1. ჯერ მოიშორეთ მაკიაჟი სპეციალური საშუალებით. 2. დასაბანი საშუალება დაიტანეთ მშრალ კანზე. უბრალოდ ხელში ააქაფეთ მცირე რაოდენობით გელი და ფრთხილად შეიზილეთ კანზე სანამ დაიბანთ. 3. სკრაბის გამოყენების შემდეგ სახე ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით. ამ პროცედურის შედეგად კანი უფრო გლუვი და მკვრივი გახდება. 4. არ გაიმშრალოთ სახე პირსახოცით. ეს ნაოჭების ნაადრევ გაჩენას უწყობს ხელს. აჯობებს თუ კანი თვითონ გაშრება. 5. დაატენიანეთ კანი კრემით. ეს არის ბოლო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. სწორად შერჩეული კრემი კანს უნარჩუნებს წყლის ბალანსს, ხელს უშლის გამოშრობას, უნარჩუნებს სილამაზესა და ახალგაზრდობას. დაიტანეთ დამატენიანებელი კრემის თხელი ფენა ყელსა და სახეზე და ფრთხილად გაიკეთეთ მასაჟი. კანის ნაადრევი დაბერების თავიდან ასაცილებლად, მასაჟის დროს მოძრაობები ყოველთვის ქვემოდან ზემოთ გააკეთეთ. 3534 11-ს მოსწონს
|