x
image
პერსეპოლისი
15 ივნისი უქმე დღედ გამოცხადდა

image

საქართველოს დედაქალაქ თბილისში 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი მილიონებს ითვლის. ზიანის დროული აღმოფხვრისათვის კი დედაქალაში გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარებაა საჭირო, რისთვისაც სხვადასხვა ძალების მობილიზება გახდა აუცილებელი. ჩასატარებელ სამუშაოებს კი ხალხის მოძრაობა და ქალაქში მათი გადაადგილება დაბრკოლებებს უქმნის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გონივრული გადაწყვეტილება და ორშაბათი, 15 ივნისი უქმე დღედ გამოცხადდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:


„საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხვალინდელი დღე, 15 ივნისი უქმედ გამოცხადდება. გადაწყვეტილება იმოქმედებს მხოლოდ თბილისში და არ შეეხება იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც ჩართულები არიან სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებებში.


ასევე, 15 ივნისი სამუშაო დღე იქნება საგანგებო შტაბისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ფინანსთა სამინისტროსთვის, ქალაქ თბილისის მერიისა და მისი ყველა შესაბამისი სამსახურისთვის, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკებისთვის.

მთავრობამ ეს გადაწყვეტილება თბილისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების და სატრანსპორტო ნაკადების შემცირების მიზნით მიიღო“.

0
345
4-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0