საზოგადოება ახალი ამბები სტიქიის ზონიდან- ტრაგედიის ამსახველი უამრავი ფოტო 2015, 14 ივნისი, 22:36 ყველასათვის ცახდია, 13 ივნისის საღამოს, რამოდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ თუ რა ტრაგედია დაატრიალა ქალაქ თბილისში. მდინარე ვერეს ხეობის ადიდებამ გამოიწვია მისი გადმოსვლა ნაპირებიდან და წყლის ნიაღვარმა მთელი გმირთა მოედანი მტკვარში ჩაიტანა.
უდიდესი ზარალი დაადგა ქალაქის ზოოპარკს, მობინადრე ცხოველების თუ ფრინველების უმეტესი ნაწილი დახოცილია, მცირე რიცხვის ევაკუაცია მოხერხდა, ხოლო ნაწილი კი გაიქცა. ამიტომ თბილისის მერიის განცხადებით ვაკე-საბურთალოს მოსახლეობამ გარეთ გასვლისგან თავი უნდა შეიკავოს, ვინაიდან ამ დრომდე მიმდინარეობს ცხოველების ძებნა. მერიის საქალქო სამსახურებში კი ზოოპარკის გადატანის საკითხი აქტუალური გახდა. უდიდესი ზარალი მიეყენა მოსახლეობას, წყლის ნაკადმა მთლიანად წაიღო საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიამ 15 ადამიანი იმსხვერპლა, უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 24, ხოლო რამოდენიმე მათგანი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ ჩაუტარდათ პირველი სამედიცინო და საჭირო დახმარებები სახელმწიფოს ხარჯზე. დაღუპულთა შორის არის ზოოპარკის სამი თანამშრომელი და მათ შორისაა ქალი, რომელიც ვეფხვის დაგლეჯვას ცოცხალი გადაურჩა და იმსხვერპლა სტიქიამ- გულიკო კონცელიძე. დაკარგულთა შორის ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ ივლიტა ჯიბუტს. (გულით ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების ამ უსაშინლეს ტკივილს) დაზარალებული და უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა კი დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანეს, სადაც სავარაუდოდ 4 დღე დაყოვნდებიან. გმირთა მოედანზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ამ დრომდე, მუშებს მოხალისეები და ტურისტებიც შეურთდნენ. მათ ტერიტორიის დიდი ნაწილი უკვე დაასუფთავეს. გმირთა მემორიალთან მოწყობილია სპეციალური ადგილი, სადაც მათთვის უფასო საკვები რიგდება. ადგილზე მყოფი მოხალისეების საკვებით მომარაგებას სახელმწიფო კვების უზრუნველყოფა ახდენს. ამასთან, ცოტა ხნის წინ, ადგილზე სასულიერო პირები მივიდნენ და პატრიარქის გაგზავნილი წყალი და პროდუქტი მიიტანეს. "13-14 ივნისს თბილისში მომხდარ სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა პატივსაცემად, საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ასევე პრემიერის განცხადებით ზარალის აღმოსაფხვრელად და დასახმარებლად, საქართველოს ბიუჯეტიდან ჯერ-ჯერობით 10 მილიონი გამოიყო. სავარაუდო ინფორმაციით კი ზარალის რაოდენობა 40 მილიონს აღწევს. მომხდარ ფაქტს კი დღევანდელი, საკვირაო ქადაგებით ჩვენი პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორეც გამოეხმაურა. პატრიარქის თქმით, ზოოპარკი სხვა ადგილას უნდა იყოს გადატანილი. მან ზოოპარკის დაარსების ისტორიაზეც ისაუბრა. "მოხდა საშინელი ტრაგედია საქართველოში. ღვარცოფის, ნიაღვრის და წვიმის შედეგად დაიღუპა ხალხი. განადგურდა ზოოპარკი. ცხოველები თავისი ადგილებიდან გადმოვიდნენ და ადამიანებისთვის საშიში გახდნენ. თქვენ ალბათ არც გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინ იყო მცირე ინფორმაცია ზოოპარკის შესახებ. როცა კომუნისტები საქართველოში შემოვიდნენ და ქრისტიანების და სამღვდელოების დევნა, ასევე ეკლესია-მონასტრების ნგრევა დაიწყებს, დაიწერა ბრძანება, რომ მონასტრებიდან და ტაძრებიდან ჩამოეყარათ ზარები, გადაედნოთ და ამ ფულით, რასაც მოიპოვებდნენ, ზოოპარკი დაარსებულიყო. ასე რომ, ზოოპარკი დაარსდა ტაძრებისა და მონასტრების ზარების ფასად, ამიტომ ეს ზოოპარკი ვერ გაიხარებს. ზოოპარკი უნდა გაუქმდეს და სხვაგან ახალი ზოოპარკი დაარსდეს, რადგან ეს ზოოპარკი ცოდვაზეა დაარსებული. ბევრს ეს არ ახსოვს და ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენს პრესაში არსებობდა. ცოდვა დაუსჯელი არ რჩება. ვწუხვართ, რომ ქართველი ადამიანი იმდენად დაეცა, რომ საეკლესიო ზარების ხარჯზე და მათ განადგურებაზე ზოოპარკი დააარსეს. აი, ამის შედეგი. დაიღუპნენ ადამიანები და განადგურდნენ ცხოველები", - ბრძანა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას. საკვირაო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ უწმინდესი სამებიდან სტიქიის ადგილას გაემართა. როგორც მან განაცხადა, შესრულდება პარაკლისი გარდაცვლილი ადამიანებისთვის და მათ სახელზე დაინთება სანთლები. მსგავსი ფაქტი კი თბილისში 1960 წლის 4 ივლისსაც მოხდა. ედიშერ ყიფიანის უბის წიგნაკიდან: 3952 19-ს მოსწონს
|