სხვა რატომ მოხდა წყალდიდობა თბილისში (დატბორილი საფლავები) 2015, 14 ივნისი, 13:27 ახლახან გახდა ცნობილი რომ ადიდებულმა ვერემ სასაფლაოები დატბორა, ჭირისუფლები კი საფლავებს ვეღარ პოულობენ, გარდა სასაფლაოსი დაიტბორა მზიურში არსებული მომავლის სკოლაც.
ამ წუთებში მიმდინარეობს ვერეს ხეობის გაწმენდითი სამუშაოები, და ეძებენ დაკარგულ მოქალაქეებსაც, მათ შორის დებ ზარანდიებს, წყალდიდობის შედეგად ვაკე-საბურთალოს
ტერიტორიაზე უსახლკაროდ დარჩენილია 40-მდე ოჯახი.
მოსახლეობის თქმით წვიმის დროს მდინარე ბევრჯერ ადიდებულა თუმცა ასეთი შემთხვევა ჯერ არ ახსოვთ.
გარემოს დამცველი- ნინო ჩხობაძე აცხადებს რომ წყალდიდობის შეეგად თბილისში მართლაც დიდი უბედურება დატრიალდა, თუმცა თუკი თავის დროზე მოხდებოდა საჭირო ვალდებულებების შესრულება მდინარის ადიდება ასეთ შედეგებს არ გამოიწვევდა, კერძოდ კი მდინარე ვერეს ხეობა მთლიანად მისი კალაპოტია ამიტომაც აქ არ შეიძლებოდა სახლების აშენება, თუმცა მერიამ მათ არ მოუსმინა და დღეს შედეგიც სახეზეა. 1327 6-ს მოსწონს
|