სხვა თბილისი დაიტბორა 2015, 14 ივნისი, 0:20 დღევანდელი ძლიერი წვიმის შემდეგ დედაქალაქის ქუჩები დაიტბორა რის შედეგადაც მოძრაობა პარალიზებული გახდა, ხოლო სახლები და სარდაფები წლით გაივსო.
ამ დროისათვის მძიმე მდგომარეობაა უზნაძის ქუჩაზე სადაც სარდაფი დაიტბორა და ერთი ადამიანის ამოყვანა ვერ ხერხდება, ძლიერი წვიმის გამო დაზიანებულია შენობა-ნაგებობები თბილისში.
ასევე დატბორილია ფიროსმანის, ნიკოლაძის, წინამძღვრიშვილის, და კოსტავას ქუჩები,
ვითარების ადგილებში სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული, მაშველები მუშაობენ
ფილარმონიასთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელთანაც. დატბორილია ასევე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაც, ძლიერმა წვიმამ კი სადენები დააზიანა რის შედეგადაც გაითიშა გარე განათებები ნუცუბიძის ქუჩის ერთ ნაწილში, ვაჟა ფშაველას მეხუთე კვარტალში და პოლიტკოვსკაიას ქუჩზე. 1606 4-ს მოსწონს
|