სხვა წარსულისა და თანამედროვეობის თხუთმეტი ყველაზე უცნაური წიგნი 2015, 13 ივნისი, 16:16 სხვადასხვა დროის ამ თხუთმეტ წიგნს (დაწყებული მე-15-ე საუკუნიდან და დამთავრებული თანამედროვეობით) წაკითხვის გარდა აქვს კიდევ ერთი დამატებითი ფუნქცია - გააოცოს მნახველი. თქვენ გგონიათ, რომ წიგნი მხოლოდ ყდა, ფურცლები, ტექსტი და ილუსტრაციებია?-ცდებით, ჩემო კარგებო. გარდა ჩვეულებრივი წიგნებისა, თურმე კიდევ არსებობს ელექტრონული და დაწნეხილ ჰაერზე დამზადებული, საქამრე და ორმრხივი, სილუეტებიანი და ასანთის წიგნებიც კი.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ თხუთმეტ ყველაზე უცნაურ წიგნს წარსულიდან და თანამედროვეობიდან. 1. მინიატურული მრგვალი წიგნი (1480 წელი) ხელით დამზადებული ილუსტრაციებიანი მინიატურული წიგნი უკვე იმსახურებს ჩვენს აღფრთოვანებას, მაგრამ თუ ის მცირე ზომასთან ერთად მრგვალიცაა, - ეს უკვე საოცრებაა. ამ წიგნის დიამეტრი 9 მილიმეტრს არ აჭარბებს და მასში 266 გვერდია. შთამბეჭდავია, არა?- ნამცეცა შედევრის სისქე სულ 3 მილიმეტრია და ის იხურება ძალიან ორიგინალური შესაკრავით, რომელიც მორთულია აზრობრივი გრავიურებით. გარდა ამისა, წიგნის შემქმნელმა უცნობმა ბელგიელმა მხატვარმა არამარტო შესანიშნავად გააფორმა ეს საღვთისმეტყველო წიგნი ულამაზესი ილუსტრაციებით, არამედ თითოეული განყოფილებისათვის შექმნა 30 უნიკალური ასობგერა. წიგნი ორ ენაზეა: ლათინურსა და ფრანგულზე. 2. საქამრე წიგნი (1589 წელი) მრგვალი წიგნის შექმნიდან თითქმის ასი წლის შემდეგ დღის სინათლე იხილა მოსახერხებელი ფორმატის აი ასეთმა უცნაურმა წიგნმა, რომლის ტარება შესაძლებელი იყო ქამრით ან თასმით. წიგნი მაგრდებოდა ქამარზე თასმით და ამგვარად შესაძლებელი იყო მისი წაკითხვა წელიდან მოუხსნელად ნებისმიერ მდგომარეობაში. ეს წიგნი ალბათ ყველა წიგნისმოყვარულის ოცნებაა. 3. ორმაგი წიგნი ( მე-16-ე საუკუნე) ასეთ წიგნებს ხშირად სიამის ტყუპებს უწოდებენ მათი უჩვეულო აკინძვის გამო, რომელიც ორ, თემატურად მსგავ წიგნს ერთად კრავს. ყველაზე ხშირად ეს მეთოდი გამოიყენებოდა ძველი და ახალი აღქმის ერთ წიგნად შესაკრავად. 4. წიგნი, რომელიც შეიძლება წაიკითხოთ ექვსი სხვადასხვა ხერხით (მე-16-ე საუკუნე) ეს უნიკალური წიგნი წარმოადგენს წინა წიგნის კიდევ უფრო გართულებულ ვარიანტს. აქ უკვე ექვსი წიგნია ერთად შეკრული, რომელთაგან თითოეულს თავისი ყდა და შინაარსი აქვს. 5. დაფაზე დაწერილი წიგნი ( მე-17-ე საუკუნე) ეს წიგნი, რომელიც ძველ სარკეს ჰგავს, შეიცავს ანბანს და რამოდენიმე მარტივ ტექსტს დამწყები მკითხველებისათვის, სახელური კი გაკეთებულია იმისათვის, რომ ბავშვმა იოლად აიღოს ხელში (იმ დროს წიგნები გაცილებით მძიმე იყო, ვიდრე ახლა). გარდა ამისა, ეს არის ეგრეთ წოდებული "რქიანი წიგნი", რომლის ფურცლები სიმყარისათვის დაფარულია სპილოს ძვლის თხელი ფენით. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს წიგნი დაუვარდებოდა, მას დაზიანება არ ემუქრებოდა. 6. წიგნი, რომელიც მუშაობს დაწნეხილ ჰაერსა და ელექტროდენზე (1949 წელი) აი თურმე როგორი იყო ის - თანამედროვე ელექტრონული წიგნების წინაპარი. ეს ქმნილება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი იქნებოდა ელქტრონული წიგნი, პლანშეტი რომ არ გამოეგონებინათ. უნიკალური წიგნი გამოსცა ესპანელმა მწერალმა და მასწავლებელმა ანხელა რობლესმა და ის მოქმედებაში მოდიოდა დაწნეხილი ჰაერის საშუალებით. ყველაზე გასაოცარი იყო ის, რომ მასში შეიძლებოდა კაფსულების ჩატვირთვა სხვადასხვა ტექსტებით და გარკვეული ფრაგმენტების გადიდებაც კი. 7. ქაღალდზე დაბეჭდილი წიგნი ინტერნეტით (2010 წელი) აი, ეს კი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვეულებრივ, ქაღალდის წიგნსაც აქვს მომავალი თანამედროვე ტექნიკის ეპოქაში. წიგნი, რომელსაც სახელად blink უწოდეს (სიტყვებისაგან book-წიგნი და link-საიტის მისამართი), დაბეჭდილია სპეციალური მელნით, რომელიც წარმოქმნის ლინკებსა და ღილაკებს. ასე რომ, მკითხველს შეუძლია დააჭიროს თითი ნებისმიერ ასოს წიგნში, რომ შეიკვრება წრედი და სიგნალი გადაეცემა Bluetooth-ით უახლოეს კომპიუტერს. კომპიუტერი მაშინათვე მოძებნის ამ სიტყვას, განგიმარტავთ და გადაგითარგმნით მას, აგრეთვე მოძებნის შესაბამის ფოტოებს. 8. ყველაზე დიდი წიგნი მსოფლიოში (2010 წელი) 2010 წელს უნგრეთში შეიქმნა მსოფლიოში ყველაზე დიდი წიგნი, რომლის სიმაღლე 4 მეტრია, სიგანე გადაშლილ მდგომარეობაში - 7 მეტრი და წონა - 1452 კილოგრამი. 9. ძაფებიანი წიგნი ჰიპერლინკებით (2010 წელი) ეს შესანიშნავი წიგნი წარმოადგენს ერთი გერმანელი სტუდენტის სადიპლომო ნამუშევარს და ეწოდება "სიზმრების აზრები". ტექნიკის ეს სასწაული წარმოადგენს სამეცნიერო, ფილოსოფიური და პოეტური ტექსტების კრებულს, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია სხვადასხვა ფერის ლამაზი ძაფებით. თავად ავტორი ასე აღწერს ამ წიგნს: "წიგნი კონსტრუქციულად შესრულებულია, როგორც სიზმრების მოდელი ძილის დროს. ძაფები თვალნათლივ გვიჩვენებს მის დახლართულობას და სინატიფეს". 10. წიგნი, რომლის დაწვაც შესაძლებელია (2013 წელი) ეს არის ბრედბერის ცნობილი წიგნის შესანიშნავი კონცეფცია, რომელიც გარედან ასანთის კოლოფს წარმოადგენს. ძალიან სიმბოლური ინტერპრეტაციაა იმ წიგნისათვის, რომლის უამრავი "თანამოძმე" იგნორირების კოცონზე დაიწვა. 11. წიგნი, რომელსაც ილუსტრაციების მაგივრად ჩრდილები აქვს (2014 წელი) იაპონელი მხატვრების გასაოცარი საბავშვო წიგნი" მოძრავი სილუეტი" სხვადასხვა ისტორიას გვიამბობს ფერადი სილუეტების დახმარებით. 12. სენსორული წიგნი (2014 წელი) წიგნების სამყაროს ეს ნოვაციური ეგზემპლარი სახელწოდებით "გოგონა, რომელიც ქსელშია ჩართული", კითხვის დროს გასაოცარ შეგრძნებებს იძლევა - მისი ყდა აღჭურვილია 150 პროგრამური შუქდიოდით და კომპლექსური ხელსაწყოების ჟილეტით, რომელიც უზრუნველყოფს გათბობას, ვიბრაციას, შეკუმშვას, რაც აძლევს მკითხველს უჩვეულო შეგრძნებებს. მაგალითად, წიგნს გარკვეული ადგილების კითხვის დროს შეუძლია მოგანიჭოთ ის შეგრძნებები, რასაც განიცდის მთავარი გმირი, კონკრეტულად ეს გამოიხატება გულის აჩქარებაში სპეციალური ბალიშების მეშვეობით ან სხეულის გარკვეული ადგილების გათბობაში. 13. წიგნი, რომელსაც შეუძლია წყლის გასუფთავება(2014 წელი) არაკომერციული ორგანიზაციის მიერ შექმნილი ეგრეთ წოდებული "სასმელი წყალი" ადამიანს ეხმარება წყლის დალევაში. ის დაბეჭდილია ფილტრის ქაღალდზე და შეუძლია გაანადგურის წყალში არსებული ბაქტერიები. გარდა ამისა, თითოეულ ფურცელზე დატანილია ვერცხლის ნანონაწილაკები, რომელიც კლავს ქოლერის, მუცლის ტიფის და ნაწლავის ჩხირის მიკრობებს. ერთი წიგნი მუშაობს დაახლოებით ოთხი წელი. 14. წიგნი ტრანსფორმერი-ყდით (2014 წელი) ამ უჩვეულო ქმნილების ყდაზე დატანილი თერმოსაღებავი თბება კითხვის დროს და თანდათანობით ხსნის საინტერესო მრავალფენიან დიზაინს. თითოეული დიზაინი შექმნილია სხვადასხვა მხატვრის მიერ და სრულად შეესაბამება წიგნის სათაურ "რიტორიკა, როგორც დიზაინის ხელოვნება". 15. საბავშვო წიგნი, რომლიდანაც შეიძლება ხე გავზარდოთ (2015 წელი) ამ გასაოცარი არგენტინული საბავშვო წიგნიდან კი ხის გაზრდაა შესაძლებელი. წიგნი დაწერილია იმისათვის, რომ ბავშვებს აუხსნან, თუ რისგან და როგორ კეთდება წიგნები. იგი დაბეჭდილია ეკოლოგიურად სუფთა ტიპოგრაფიული საღებავით ბიოლოგიურად სუფთა ქაღალდზე... და ეს ყველაფერი არაა! წიგნის ფურცლებზე დამაგრებულია ტროპიკული მცენარის - ჟაკარანდას თესლი, ასე რომ, როცა ბავშვი წიგნს წაიკითხავს, მას შეუძლია ის დაფლას მიწაში, დაასხას წყალი და დაელოდოს ხის ამოსვლას, რომლისაგან ახალ-ახალ წიგნებს გააკეთებენ. შესანიშნავია, არა? P.S. ძვირფასო მკითხველო, თქვენი არ ვიცი და მე კარგად ვისიამოვნე ამ პოსტის გაცნობისას, ზოგიერთი ამ უჩვეულო წიგნის არსებობის შესახებ მეც მხოლოდ დღეს შევიტყვე. მჯერა, რომ ვერავითარი ტექნიკური პროგრესი, ვერანაირი კომპიუტერული ტექნოლოგიები ვერ შეცვლის წიგნს-ამ უძვირფასეს განძს. ის ყოველთვის იყო, არის და იქნება ადამიანისათვის ცოდნის მიღების, თვალსაწიერის გაფართოების და ინტელექტის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ძირითადი წყარო. 223 10-ს მოსწონს
|