საბუნებისმეტყველო ბრძოლა ცივილიზაციებს შორის, ანუ ვინ ვართ და საიდან მოვდივართ (ნაწილი II - ეგვიპტის პირამიდების აშენების თარიღი და ტექნოლოგია) 2015, 12 ივნისი, 17:23 (გაგრძელება) ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ღმერთები ოლიმპოს მთაზე ცხოვრობდნენ, შუმერები ამტკიცებდნენ, რომ ყველაფერი, რაც მათ იცოდნენ, ღმერთებმა ასწავლეს, ხოლო ძველი ეგვიპტური ჩანაწერების მიხედვით, ფარაონებამდე, ეგვიპტეს ჯერ ღმერთები, შემდეგ კი ნახევრადღმერთები მართავდნენ. ფარაონების მმართველობამდე აშენდა ეგვიპტის პირამიდებიც. ვესტკარის პაპირუსის მიხედვით, პირამიდების ასაკი 4, 5 ათასი წელია ანუ ჩვენს ერამდე, 2, 5 ათასი წლის წინ არის აშენებული. ვესტკარის პაპირუსი ძვ. წ. აღრ. XVIII-XVI სს. არის დაწერილი და მასში 1000 წლის წინანდელი ამბები არის აღწერილი. მასში, პირამიდების მშენებლობის ამბების გარდა, ეგვიპტური ზღაპრებიც არის მოყოლილი, რაც ეჭვქვეშ აყენებს პირამიდების მშენებლობის დასახელებულ თარიღს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია პაპირუსის შექმნის ეპოქაც. ყოველივე ამის შემდეგ, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ პაპირუსში მითითებული, პირამიდების აშენების თარიღი, სინამდვილეს არ შეესაბამება. უკანასკნელი კვლევის შედეგების მიხედვით, პირამიდები 12 000 წლის წინ არის აშენებული. ეს მეცნიერებმა სფინქსის მდებარეონის მიხედვით დაადგინეს. სფინქსი, მათი აზრით, ახალი ეპოქის დაწყების აღსანიშნავად იყო კლდეში გამოკვეთილი. ის აღმოსავლეთით, მზის ამოსვლის წერტილს უყურებს, ხოლო იმ ადგილზე, ღამის ცაზე, ზოდიაქოს თანავარსკვლავედი ჩნდება. დედამიწა, ერთი წლის მანძილზე, 12 ზოდიაქს შორის აკეთებს სრულ წრეს. მოძრაობის დროს, მისი წარმოსახვითი ღერძი, თანდათანობით გადაადგილდება (ღერძის ასეთ მოძრაობას, პრეცესია ეწოდება) და ასევე აკეთებს სრულ წრეს, ზოდიაქოებს შორის. მაგრამ, ეს იმდენად ნელი პროცესია, რომ დედამიწისგან განსხვავებით, წარმოსახვით ღერძს, ამ წრის გასაკეთებლად 25 765 წელი ესაჭიროება. ამჟამად, დედამიწამ დატოვა თევზების ეპოქა და მერწყულის ეპოქაში გადავიდა, ხოლო როდესაც სფინქსის ქანდაკება კეთდებოდა, პლანეტა ლომის ეპოქაში შევიდა. ეს კი 12 000 წლის წინ, ანუ ჩვენს ერამდე 10 000 წლის წინ იყო. დადგენილია, რომ სფინქსი და პირამიდები ერთი და იგივე დროს არის შექმნილი. ამიტომ, პირამიდების აშენების თარიღად, ძვ. წ. აღრ. 10 000 წელი არის მიჩნეული. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეს თარიღი, ნეოლითის “რევოლუციის" დაწყების თარიღს ემთხვევა. სფინქსი მთაში გამოკვეთილი მონოლითური ფიგურაა, ხოლო პირამიდები მაღალტექნოლოგიური ნაგებობა, რომლის ასაშენებლად, ბევრად უფრო განვითარებული ტექნიკური ბაზა იყო საჭირო, ვიდრე დღეს არის დედამიწაზე. იაპონიაში სცადეს, უახლესი ტექნიკის გამოყენებით, ხეოფსის პირამიდის მინი მოდელის აშენება, მაგრამ არაფერი გამოუვიდათი. ვესტკარის პაპირუსში ნათქვამია, რომ ხეოფსის პირამიდა 20 წლის მანძილზე შენდებოდა და მას მუშები შიშველი ხელებით აშენებდნენ, ყოველგვარი ტექნიკის გარეშე, რაც ყოვლად წარმოუდგენელია. ასეთი პირამიდის ხელით ასაშენებლად, მინიმუმ 100 წელი მაინც იქნებოდა საჭირო. მშენებლობა 20 წელში რომ დასრულებულიყო, მშენებლებს, თითო ქვის დადებაზე, რომელიც საშუალოდ 2, 5 ტ. იწონის, ხოლო ყველაზე დიდი 15 ტ. არის, სულ 3 წუთი უნდა დაეხარჯათ. ამრიგად, თუ პაპირუსში პირამიდის აშენების ვადა ზუსტად არის მითითებული, პირამიდის ასეთ მცირე დროში აშენება, მხოლოდ აკუსტიკური ტალღების გამოყენებით შეეძლოთ. აკუსტიკურ ტალღებს დედამიწის გრავიტაციის დაძლევა და უწონობის ველის შექმნა შეუძლია. ასეთ ვითარებაში, უზარმაზარი ბლოკები ბურთზე უფრო მსუბუქი გახდებოდა. ძველ ბერძნულ ჩანაწერებში, პირამიდების მშენებლობის მექანიზმი, “მფრინავი ქვების" სახელით არის მოხსენიებული და პლატონის თქმით, ეგვიპტელმა ქურუმებმა იცოდნენ ამ საიდუმლოს შესახებ ყველაფერი. დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენებით, მსგავსი მეთოდით, მხოლოდ ჩოგბურთის ხელა საგნის აწევა არის შესაძლებელი. ამაზე შორს, ჩვენი ცივილიზაციის ტექნიკა არ წასულა. მაგრამ ეს შედეგი, იმის მტკიცებულებად გამოდგება, რომ საგნების აკუსტიკური ლევიტაცია შესაძლებელი არის. (გაგრძელება იქნება) 527 12-ს მოსწონს |
მხოლოდ ერთი შეცწორება :) ინდოელები არა ინდიელები :)