x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139045
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
ევროპის ყველაზე რომანტიკული, ძვირი და "შოპინგური" ქალაქები
ყოველ წლიურად ექსპერტები სხვადასხვა ქალაქის მონაცემებს აჯამებენ და ადგენენ ევროპის ქალაქების რეიტინგს. 2011 წლის მონაცემები კი ესეთია:
image
* პირველად გამოავლინეს ყველაზე ძვირი და იაფი ქალაქები. რეიტინგი ეფუძვნებოდა მომსახურების სფეროს ფასებს, რომლებიც თითოეულ ტურისტს სჭირდება-ცხოვრება ოთხვარსკვლავიან სასტუმროში, ერთი ბოკალი მარტინი, პიცა და ტაქსით მგზავრობა 8 კილომეტრის მანძილზე. ამ კრიტერიუმების მიუხედავად, პლანეტის ყველაზე ძვირი ქალაქი პარიზი აღმოჩნდა, სადაც მოგზაურს დღე-ღამესი 303 ევრომდე სჭირდება. თუმცა ეს ფაქტორი სულაც არ უშლისხელს პარიზს, რომ იმავდროულად მსოფლიოში ყველაზე მეტი ტურისტით მოიწონოს თავი.
image
* ტურისტულად ყველაზე იაფი ქალაქი სოფია აღმოჩნდა-ბულგარეთის დედაქალაქი, სადაც დღე-ღამეში 15 ევროც საკმარისია. ამის გამო ეს ქალაქი საკმაოდ პოპულარულია ტურისტებში.
image
* ფლორენცია მონათლეს "იდეალურ ქალაქად ბავშვებთან ერთად დასვენებისთვის". ფლორენცია აღმოჩნდა ყველაზე გემრიელი სამზარეულოს მქონე ქალაქიც არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოშიც. სწორედ ასე ირწმუნებიან მსოფლიოს ტურისტები.
image
* ყველაზე მოსაწყენი ქალაქი ყოფილა ბრიტანული ბირმინჰემი, უველაზე უსაფრთხო-სტოკჰოლმი, ვენეცია კი-ყველაზე რომანტიკული.
image * სასტუმროში ყველაზე კარგი მომსახურება ბერლინშია. ბერლინი ასევე დასახელდა ევროპაში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქალაქად. სასტუმროების სიძვირის მიხედვით პირველ ადგილზე მოსკოვია. მოსკოვი ასევე დაასახელეს ყველაზე ცუდ ქალაქად ავტომობილის
მძღოლებისთვის.
image * ყველაზე მეგობრულ ქალაქად ლონდონი აღიარეს. ლონდონი ასევე "შოპინგების დედაქალაქად" დასახელდა. თუმცა იმავდროულად ლონდონი ყოფილა ყველაზე ძვირი ქალაქი მანქანის პარკირების მხრივ.
image * დაბოლოს, ევროპის ყველაზე ცოცხალ ქალაქად ჰელსინკი აღიარეს.
image
3
1294
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
1294
  
2016, 2 ივნისი, 15:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

ყველა კი არ ფლანგავს ფულს შტერივით. დაუკვირდით ცოტა!
2013, 13 აგვისტო, 17:59
ოოო პარიზი მართლაც ძვირი სიამოვნებაა, ბულგარეთში ბევრი იაფი და ლამაზი ქალქია, მართლა მაგარია
0 1 3