პროფილაქტიკა 7 საუკეთესო ვარჯიში, რომელიც ზურგის ტკივილს დაგავიწყებთ 2015, 11 ივნისი, 14:20 ![]() ![]() სავარჯიშო 1 დაწექით ზურგზე, მარჯვენა ფეხი მოხარეთ, ხოლო მარცხენა ფეხი აწიეთ მაღლა. ორივე ხელით მოეჭიდეთ მარცხენა ფეხს და თქვენსკენ მოზიდეთ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 30 წამი და გაიმეორეთ ეს ვარჯიში 2-ჯერ ფეხების მონაცვლეობით. ![]() დაწექით ზურგზე და ფეხები მოხარეთ. მარცხენა ფეხს მუხლთან მოკიდეთ ხელი და თქვენსკენ მოზიდეთ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 20 წამი და ეს ვარჯიში 2-ჯერ ფეხების მონაცვლეობით. ![]() დაწექით ზურგზე და მარჯვენა ხელი გასწიეთ გვერდზე. მარცხენა ფეხი კი გადაადეთ მარჯვენნა ფეხს მოხრილ მდგომარეობაში ისე, რომ მუხლი ეცადოთ ძირს დაადოთ (შეგიძლიათ მარცხენა ხელი დაახმაროთ). გაჩერდით ამ მდგომარეობაში 20 წამი და ეს ვარჯიში 2-ჯერ ფეხების მონაცვლეობით. ![]() დაწექით ზურგზე. მარცხენა ფეხი მოხარეთ, ხოლო მარჯვენა ისე გადაადეთ, რომ მუხლი გქონდეთ გვერდზე. შემდეგ მარცხენა ნელ-ნელა მოზიდეთ თქვენსკენ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 30 წამი და გაიმეორეთ ეს ვარჯიში 2-ჯერ ფეხების მონაცვლეობით. ![]() დადექით მარჯვენა მუხლზე და რაც შეიძლება გაიწელეთ, თითქოს შპაკატში ჯდებით. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 30 წამი და გაიმეორეთ ეს ვარჯიში 2-ჯერ ფეხების მონაცვლეობით. ![]() დაწექით მარჯვენა მხარეს. მარცხენა ფეხი მოხარეთ და მარცხენა ხელით გასწიეთ უკან ისე, რომ ზურგში ძალიან არ მოიხაროთ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 30 წამი, შემდეგ კი გადაბრუნდით მეორე მხარეს და გაიმეორეთ სავარჯიშო. ![]() დადექით მაგიდასთან და მოკიდეთ ორივე ხელი. შემდეგ დაიხარეთ წინ, ოდნავ მოღუნეთ მუხლები და რაც შეგიძლიათ გაიწელეთ. ხელები გქონდეთ წინ, ხოლო თავი მხრების სიმაღლეზე. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 10 წამი. შემდეგ კი გააკეთეთ გვერდით გადახრები. ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ მშვენივრად იგრძნობთ თავს! 1272 6-ს მოსწონს
|