x
image
cxvedo
მამაკაცის ტიპები :)
მამაკაცები შეიძლება პირობითად შემდეგ ტიპებად დავყოთ:

1) დიდი ბავშვები

2) მამაკაცურები

3) მონადირეები


4) კავალრები

5) მუდამ თინეიჯერები

6) დედიკოს ბიჭები

დიდი ბავშვი - ასეთი ტიპის მამაკაცს ადვილად შეხვდებით საფინანსო დაწესებულებებში. მას მუდამ შეუდარებლად აცვია, ყოველთვის დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და ილუზიებში ცხოვრობს. იგი ბედნიერი იქნება ისეთ ქალთან, რომელიც ოჯახში მასწავლებლის ფუნქციებს აიღებს.

მამაკაცური ტიპი - ასეთები შეგხვდებათ ლუდის ბარებსა და რესტორნებში. ამ ტიპის მამაკაცი დარწმუნებულია საკუთარ თავში და მიაჩნია რომ ქალები მის ხიბლს ვერ გაუძლებენ. თავის მამაკაცურობას ძირითადად სმაში გამოხატავს. უყვარს ფეხბურთი და ეძებს ცოლს, რომელმაც სულ სარეცხი უნდა რეცხოს.

მონადირეები - ასეთი მამაკაცი თავად მოგძებნით. ისინი ძირითადად მხარბეჭიანები არიან და ვიწრო შარვლები აცვიათ. ოჯახურ ცხოვრებაში არამდგრადები ბრძანდებიან. ქალებზე ნადირობის დაუცხრომელი ჟინი აქვთ.

კავალრები - ამ ტიპის მამაკაცი ბევრია. შეიძლება გაიცნოთ რიგში, ან სულაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში. კაფესა და რესტორნებში მორცხვობს. თუ ქალის მხრიდან ინტერესი იგრძნო ფრიგიდულად ჩათვლის.

მუდამ თინეიჯერები - ამ ტიპის მამაკაცის ნახვა ყველგან შეიძლება: დისკოთეკებზე, ბარებში, რესტორნებში. ყოველთვის ქუჩის ბიჭივით აცვიათ და ასაკთან შედარებით 10წლით პატარად გამოიყურება. ასეთი მამაკაცსიგან ქალი სერიოზულ ნაბიჯებს არ უნდა ელოდოს.

დედიკოს ბიჭები - ამ ტიპის მამაკაცი დედიკოს ნაქონი სვიტრით დადის, ფეხსაცმელი ყოველთვის გაპრიალებული აქვს. უყვარს ბაზარსა და სუპერმარკეტებში სიარული. ვერასოდეს იქნება ისეთ ქალთან, ვინც ხელსაქმე არ იცის.

7
224
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:cxvedo
cxvedo
224
  
2013, 14 ივნისი, 19:13
ეგ ნორმალური კი არა იდეალური გამოვიდა :D:D:D
2012, 22 მაისი, 18:55
იუმორი მთავარია ცხოვრებისთვის :D
2012, 22 მაისი, 18:48
ხო და მივამატოთ მეშივიდე ტიპი - ნორმალური, თორემ ძალიან დაიჩაგრნენ :) ნორმალურში იგულისხმებოდეს ჭკვიანი, თავდაჯერებული, შრომისმოყვარე და მამაკცური შესახედაობის და რაც მთავარია იუმორის გრძნობის მქონე ადამიანები.
2012, 22 მაისი, 18:44
ნორმალურს პოვნა უნდა. გააჩნია ვის როგორი მოწონს :D
2012, 22 მაისი, 18:40
პირდაპირი მნიშვნელობითაც და გადატანითითაც. :)
2012, 22 მაისი, 17:28
ამ სტატიის მიხედვით ნორმალური კაცი არ არსებობს :(
2012, 22 მაისი, 15:36
დედიკოს ნაქონი სვიტრი მგონი ვერ გაგიგეთ ცოტა არ იყოს რას ნიშნავს?
0 1 7