საბუნებისმეტყველო ბრძოლა ცივილიზაციებს შორის, ანუ ვინ ვართ და საიდან მოვდივართ (ნაწილი I - ნეოლითის ,,რევოლუცია" ) 2015, 10 ივნისი, 19:30 ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებმა, დოკ. ი.ჰაილ-სელასის ხელმძღვანელობით, ეთიოპიაში აღმოაჩინეს ადამიანის ყბა და კბილები, რომლებიც ჩვენი კბილებისგან დიდად არ განსხვავდება. ამ კბილების პატრონი, დაახლოებით, 3, 3-3, 5 მლნ. წლის წინ ცხოვრობდა დედამიწაზე. ეს აღმოჩენა, არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ იმავე პერიოდში, ანუ 3 მილიონი წლის წინ, დედამიწაზე ავსტრალოპიკებიც ცხოვრობდნენ, რასაც ამ დრომდე ამტკიცებდა ევოლუციის თეორია. რომლის მიხედვით, 2 მილიონი წლის წინ, გაჩნდნენ პითეკანთროპები, ხოლო შემდეგ, ნეანდერტალელები. მოგვიანებით, გაჩნდნენ უფრო განვითარებული ადამიანები, ე.წ. კრომონიალები, რომლებიც ათასწლეულების მანძილზე, ნეანდერტალელებთან ერთად, გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ. აღმოჩენილია გამოქვქბულები, რომლებშიც, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, ფიქსირდება ორივე ჯგუფის წარმომადგენლების ცხოვრების კვალი, მათი ერთდროულად თანაცხოვრების პერიოდში. 30 000 წლის წინ, ნეანდერტალელები გაქრნენ. ევოლუციის თეორიის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ პირველყოფილი ადამიანების უამრავი სადგომი არის აღმოჩენილი პლანეტის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის საქართველოშიც. მაგრამ, ახალმა აღმოჩენამ მაინც შეიტანა ბზარი ევოლუციის თეორიაში. ამჟამად, მეცნიერთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ადამიანი კი არ წარმოიქმნა, ევოლუციის გზით, ადამიანის მსგავსი მაიმუნისგან, არამედ პირიქით, ადამიანის გენების მუტაციის შედეგად, წარმოიქმნენ ადამიანის მსგავსი მაიმუნები. ჯერ-ჯერობით ერთი რამ უცვლელი რჩება: შორეული “ნათესაობა" ჩვენსა და შიმპანზეეს შორის. ჩვენ მათგან მხოლოდ 2 ქრომოსომით და 200 გენით განვსხვავდებით. შიმპანზეებსა და ადამიანებს შორის მსგავსება 99%-ს შეადგენს. პირველყოფილი ადამიანები ნეოლითამდე (ახალი ქვის ხანა) ნადირობასა და შემგროვლეობას ეწეოდნენ, ხოლო ნეოლითში მოხდა “რევოლუცია", რომელიც ჩვენს ერამდე 10 500-10 000 წლის წინ დაიწყო და რამოდენიმე ათასი წლის მანძილზე გრძელდებოდა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, დიდი ცვლილება მოხდა პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების წესში: ისინი შემგროვლელობიდან სოფლის მეურნეობაზე გადავიდნენ, დაიწყეს ხორბლისა და სიმინდის მოყვანა. ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში ის არის, რომ მცენარეების ამ კულტურების წინაპრები აღმოჩენილი არ არის. სიმინდი და ხორბალი ერთდროულად გაჩნდა დედამიწის სხვადასხვა რეგიონში. “რევოლუცია" მოხდა საქართველოშიც, მაგრამ უფრო მოგვიანებით. V - IV ათასწლეულებში ჩვენს ერამდე, მტკვრისა და არაქსის ხეობებში, გამოჩნდა ადამიანთა პატარა ჯგუფები, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევდნენ. ხოლო III ათასწლეულში ჩვენს ერამდე ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა მტკვარ-არაქსის კულტურა. ყოველივე ამის შემდეგ, ისმის კითხვა: როგორ გაჩნდა ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულ რეგიონებში, ძირითადად ტროპიკულ და სუპტროპიკულ ზონებში, მიწათმოქმედების კერები? ინდური მითოლოგიის მიხედვით, ღმერთებმა ადამიანებს, მათი განვითარების პირველ ეტაპზე, დამხმარეებად და გასაკონტროლებლად, ადამიანი-გიგანტები გამოუგზავნეს, რომლებიც მოგვიანებით, ღმერთებს დაუპირისპირდნენ და ამ ომში დამარცხდნენ. ამ მითში მოყოლილი ისტორიის მტკიცებულებად, 2007 წ. ინდოეთში “ცარიელ უდაბნოში" ნაპოვნი გიგანტური ადამიანის ჩონჩხი გამოდგება, რომლის სიმაღლე 12 მ. იყო. გარდა ამისა, შრილანკაზე, კონუსურ მთაზე, რომელსაც ადგილობრივები ადამის მთას ეძახიან, ადამიანის ფეხის ტერფის ანაბეჭდი არის აღმოჩენილი, რომლის სიგრძე 160 სმ-ია, ხოლო სიგანე - 75 სმ. 2005 - 2007 წწ. ადამიანი-გიგანტების 200-მდე ნამარხი აღმოჩენილია საჰარის უდაბნოში. ხოლო, თურქეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილ მსგავს სამარხში, იპოვეს 160 სანტიმეტრიანი ფეხის ძვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ძვლის პატრონი 5 მ. სიმაღლის უნდა ყოფილიყო. ადამიანი-გიგანტების ნამარხები, ასევე აღმოჩენილია ჩინეთში, ავსტრალიაში, მექსიკაში, პერუში, ფილიპინებზე, სირიაში, მაროკოში, იაპონიაში და საქართველოში (ხარაგაულის რაიონი). ამ ნამარხების მიხედვით, გიგანტური ადამიანების სიმაღლე 3-დან 12 მეტრამდე უნდა ყოფილიყო. თუ ვინ იყვნენ ისინი და საიდან მოვიდნენ უცნობია. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მათ დიდი წვლილი შეიტანეს და ძირეული გარდატეხა მოახდინეს ჩვენი ცივილიზაციის ფორმირების საქმეში. ორ ცივილიზაციას შორის ურთიერთობა, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, ადვილი არ იყო. მათ შორის გამუდმებით ხდებოდა კომფლიქტები და ომები. (გაგრძელება იქნება) 1180 9-ს მოსწონს |
ნაპოვნი ნამარხის ხარისხს, არანაირი კავშირი არა აქვს მის ასაკთან. ყველაფერი არა დროზე, არამედ იმ გარემოზე არის დამოკიდებული, რომელშიც ეს ორგანიზმი საუკუნეების მანძილზე იმყოფებოდა. მაგ., მუდმივი მზრალობის ზონაში ნაპოვნ ნამარხებს, მხოლოდ ძვლები კი არა, კანიც შენარჩუნებული აქვს. არ იხრწნება და კარგად ინახება ორგანიზმი ტორფში, ხოლო იქ, სადაც დიდი რაოდენობით არის კალციუმი, ქანებზე, ორგანიზმების კარგი ანაბეჭდები მიიღება.
რაც შეეხება იმას, რომ მაიმუნი ადამიანის წინაპარი იყო. ეს ამ სტატიაში არ არის ნათქვამი. აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ დღევანდელ მაიმუნებს და ჩვენ, ოდესღაც, შორეულ წარსულში, საერთო წინაპარი გვყავდა. მილიონონით წლის წინ ჩვენი გზები გაიყო, ისინი მაიმუნებად ჩამოყალიბდნენ, ჩვენ ადამიანება.
თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ გაჩნდა ადამიანი დედამიწაზე? ღმერთმა ხელი დაიქნია და უცბად ადამი გაჩნდა? თუ ადამიანის გაჩენა ასე ადვილი იყო და საჭირო არ იყო რამე ,,ნედლეული", ევას შექმნისას რატომ გამოიყენა ღმერთმა ადამის ნეკნი? ამით ბიბლიაში ის არის ნათქვამი, რომ რამის შესაქმნელად, სხვა რაღაცის გამოყენება არის საჭირო.
საგნები და მოვლენები ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობენ და თუ დღემდე არ არის ნაპოვნი ორგანიზმების გარდამავალი ფორმები, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ არსებობდნენ.
რაც შეეხება ევოლუციას ეს უბრალოდ თვალებში ნაცრის შეყრაა,
სტატია კი კარგია ლალი ,ბევრი გიშრომია,სურათებიც მომეწონა,ველი გაგრძელებას