კულტურა შამბალა 2015, 10 ივნისი, 13:19 შამბალა — ლეგანდარული ქვეყანა ტიბეტში, ან მის შემოგარენში. მისი პირველი ხსენება გვხვდება კალაჩაკრა-ტანტრის ტექსტში (Х ს.), რომელიც, როგორც ამტკიცებენ, შემორჩენილია შამბალას მეფე სუჩანდრის დროიდან. სუჩანდრამ კალაჩაკრას მეცნიერება სიდჰართა გაუტამასაგან შეისწავლა. სხვა ლეგენდის თანახმად, შამბალას სამეფო შუა აზიაში იყო. მისი მეფე სუჩანდრა სამხ. ინდოეთში ცოდნის მისაღებად ჩავიდა. შუა აზიაში მუსლიმთა შეჭრის შემდეგ, IX საუკუნეში, შამბალას სამეფო ადამიანთათვის უჩინარი გახდა და მხოლოდ სუფთა გულის ადამიანებს ძალუძთ მისკენ სავალი გზის პოვნა. ლეგენდების თანახმად, შამბალას 25-ე მეფის კულიკა რუდრა-ჩაკრინის (ტიბ. რიგდენ ჯაპო) დროს ხდება კეთილი და ბოროტი ძალების ძლიერი შეტაკება. ამიტომაც ბუდისტურ სურათებზე (თანგკა), რომლებიც შამბალას ეძღვნება, ყოველთვის გამოსახულია რიგდენ ჯაპოს ბრძოლა მეცნიერების მტრებთან. ამასთან ეს ბრძოლა სიმბოლურად გამოხატავს სიბრძნის გამარჯვებას უვიცობაზე, სულიერების – ხორციელებაზე, თავგანწირულობის – ეგოიზმზე. შამბალას მეფის გამარჯვების შემდეგ დადგება სულიერების, მორალური და კულტურული აყვავების ხანა, რომელიც ზეიმობს მე-5 ბუდის, მაიტრეას, წარმოშობით. შამბალას მეფეები, რომლებიც სამეფოს ბუდა შაკიამუნის მოძღვრების თანახმად მართავენ, მოწოდებულნი არიან შამბალას დასაცავად, ბოროტ ძალებთან უდიდესი ბრძოლის მომენტამდე. 376 15-ს მოსწონს
|