შოუბიზნესი ეთერ კაკულიას რეალური მდგომარეობა (+ მომღერლის VIDEO-მიმართვა) 2015, 10 ივნისი, 3:40 2015 წლის 10 ივნისის ოთხშაბათს, გამთენიის პირველ საათზე თბილისის საერთაშორისო აერპორტში დაეშვა თვითმფრინავი „თელავივი-თბილისი“ რომელმაც საქართველოში დააბრუნდა ქართველების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადამიანი, მომღერალი და მსახიობი ეთერ კაკულია, რომელიც შაბათს გაემგზავრა მკურნალობის მორიგი კურსის ჩასატარებლად, შვილთან და რძალთან ერთად ისრაელში.
სამწუხაროდ ისრეალის ერთ-ერთმა საუკეთესო კლინიკამ ეთერ კაკულია, მცირე გამოკვლევების შემდეგ სახლში დააბრუნდა და მიზანშეუწონლად მიიჩნია მისი მდგომარეობის პაციენტის, კლინიკაში დატოვება. მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა საიტებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მომღერალს შესაძლოა თვითმფრინავით 2, 30 საათიანი მგზავრობა თელავივიდან თბილისამდე უბრალოდ ფიზიკურად ვეღარ გადაეტანა, მაგრამ ღვთის მადლით, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვის ძალით და თავად ამ ქალბატონის უდიდესი რწმენით, მგზავრობამ მშვიდობიანად და ექსცესების გარეშე ჩაიარა. მომღერალს ტრაპთან სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მანქანა დახვდა, რომელმაც ეთერ კაკულია სახლში, დოლიძის ქუჩაზე გადაიყვანა, უახლოესი მეგობრების დახმარებით ის, მეოთხე სართულზე სასწრაფოს საკაცით აიყვანეს და საკუთარ ოთახში საწოლზე გადაიყვანეს. უდაოდ ყველა იქ მყოფი აღაფრთოვანა სიცოცხლით სავსე ამ ქალბატონის შემართებამ, სურვილმა და რწმენამ, - ის იქით ამხნევებდა მეგობრებს და ეხუმრებოდა - 65 კილოღა დავრჩი, მძიმე ხომ არ ვარ ბიჭებოო.... საკუთარ ძმას სამზარეულოდან პატრიარქის ნაჩუქარი ღვინის გამოტანა სთხოვა და თითო ჭიქით დამლოცეთ ბიჭებოო, მოუწოდა და მცირე საუბრის შემდეგ მშვიდად ჩაეძინა. ღმერთმა ქნას ქ-ნი ეთერის ფიზიკური ტკივილი მალე გასულიყოს, ის ამ ეტაპზე ფეხზე ვერ დგება, სუსტადაა, მაგრამ - შემართებით და მხნედ სთხოვს უფალს მხარდაჭერას, რათა ისევ საკუთარი მეგობრების და ხალხისთის იცოცხლოს, იმღეროს და გაახაროს ქართველები. გთავაზობთ ეთერ კაკულიას მეგობრის, ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის მიერ ექსპრომტად ჩაწერილ კომენტარს ეთერ კაკულიასგან და ამ ეტაპისთვის თავს ვიკავებთ ექსკლუზიური ვიდეო და ფოტო-მასალის გამოქვეყნებისაგან, და გამოჯანმრთელებას და მხნეობას ვუსურვებთ საქართველოს საამაყო ადამიანს. 2136 2-ს მოსწონს 1-ს არა
|