კახეთი თელაველი გარემოვაჭრეების პროტესტი 2015, 9 ივნისი, 17:24 ქალაქ თელავში 9 ივნისს გარემოვაჭრეებმა ბაზრის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს, ამ მონაკვეთში მცირე დროით შეიზღუდა მოძრაობა, რომელიც საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ გაიხსნა. მათი პროტესტის მიზეზი გახდა ის რომ, დილით პოლიციამ მათი ვაჭრობა შეზღუდა, გარემოვაჭრეების თქმით მათი ოჯახების არსებობის ერთადერთი წყარო ვაჭრობაა და მისი გაუქმების შემთხვევაში ათეულობით ოჯახი მშიერი დარჩება. აქციის მონაწილებს დღეს თელავის მერის მოადგილე აკა საჩიშვილი შეხვდა, რომელიც გარემოვაჭრეებს ფართის გამოყოფას დაპირდა თუმცა აქციონერებმა ამაზე უარი განაცხადეს და უკვე შემდგომი აქცია მერიასთან დააანონსეს. 177 2-ს მოსწონს
|