რუსეთში ამურის ოლქში დაიწვა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენ–რაკეტმზიდი "Ту-95".
2015, 9 ივნისი, 10:27
რუსეთში ამურის ოლქში დაიწვა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენ–რაკეტმზიდი "Ту-95". "LifeNews"–ის ინფორმაციით რუსეთში, ამურის ოლქში სერიჩევსკის რაიონში მდებარე სამხედრო ავიაბაზაზე ("Украинка")აფრენისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და დაიწვა რუსული სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენ–რაკეტმზიდი "Ту-95 ", რის შედეგადაც თვითმფრინავში მყოფი 7 კაციდან ორი დაიღუპა და 5 ჰოსპიტალიზირებულია ძლიერი დამწვრობებით და სხვადასხვა სახის ტრავმებით. როგორც წყარო იუწყება თვითმფრინავი აფრენას აპირებდა ყოველგვარი საბრძოლო შეიარაღების გარეშე და უნდა შეესრულებინა გეგმიური ფრენა ავიაბაზის მიმდებარე საჰაერო სივრცეში. "Ту-95" ნატოს სტანდარტით კი "ბეარ" ("დათვი")–ტურბოხრახნიანი სტრატეგიული ბომბდამშენ–რაკეტმზიდია და ცნობილია როგორც ერთერთი ყველაზე სწრაფი ხრახნიანი თვითმფრინავი მსოფლიოში. მისი დანიშნულებაა ფრთოსანი რაკეტებით გაანადგუროს მოწინააღმდეგის ზურგში სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების განადგურება, დღეღამის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ამინდში