აშშ და მოკავშირეების ნაწილი უფლებას აძლევს უკრაინას სამიზნეები რუსეთშივე გაანადგურონ
"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნებართვა მისცა უკრაინას, მისთვის მიწოდებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტებით რუსული სამხედრო ავიაცია და რაკეტები გაანადგუროს უკვე არა უკრაინის, არამედ რუსეთის ტერიტორიაზე"-ამის შესახებ წერს-"The Washington Post".
"ბაიდენმა უკრაინას უფლება მისცა ამერიკის მიერ მიწოდებული შეიარაღებით დარტყმები მიაყენოს რუსეთს, რუსეთის ტერიტორიაზე"-აცხადებს — "Politico".
"უკრაინას შეუძლია გამოიყენოს დანიური გამანადგურებლები "F-16", რუსულ სამხედრო ობიექტებზე საავიაციო დარტყმების მისაყენებლად რუსეთის ტერიტორიაზე"-განაცხადა ბრიუსელში შეხვედრაზე დანიის დაგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლეკკე რასსმუსენმა.
"პოლონეთმა უკრაინას მისცა ნებართვა, პოლონეთის მიერ უკრაინისათვის მიწოდებული შეიარაღება გამოიყენოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამოქმედოდ, საუბარია სამხედრო ბაზებზე, სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე, საჰაერო სამიზნეების განადგურებაზე სამხედრო ავიაციის, დრონების და რაკეტების სახით"-განაცხადა პოლონური რადიოთი გამოსვლისას პოლონეთის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
პოლონელი მაღალჩინოსნის თქმით: "უკრაინა რამდენიმე იარაღის მიმწოდებელი ქვეყნის მიერ შეზღუდულია გგარკვეულ წილად, რადგან მათი მოთხოვნით მიწოდებული შეიარაღების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე, ეს კი არასწორი მიდგომაა"-აზუსტებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
"გერმანიის კანცლერი შოლცი, მხარს უჭერს გადაწყვეტილებას, მიწოდებული შეიარაღებით უკრაინამ რუსეთს დარტყმები მიაყენოს მისსავე ტერიტორიაზე"-წერს — "The Guardian"-ი.
თავის დროზე საფრანგეთის პრეზიდენ მაკრონის ინიციატივა იყო მიეცათ უკრაინისათვის ნებართვა, რუსეთის ტერიტორიაზე მიწოდებული სარაკეტო კომპლექსებით სარაკეტო დარტყმები განახორციელონ რუსეთის სამხედრო ბაზებზე და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის კანცლერი შოლცი თანახმაა უკრაინამ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებს დაარტყას თუნდაც გერმანული რაკეტებით, ამ ეტაპზე მაინც უარზეა უკრაინას მიაწოდოს 500 კილომეტრამდე მოქმედი რაკეტა "Taurus"-ი. თუმცა ის, რომ უკრაინას უკვე ღიად მისცეს რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებზე მიიტანოს სარაკეტო იერიში, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე უკრაინისათვის ძალიან დიდი შეღავათია.
თუ გავითვალისწინებთ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში არსებული ბრიტანული რაკეტების მოქმედების რადიუსს, უკრაინას თავისუფლად შეუძლია გაანადგუროს ეისკის სამხედრო აეროდრომი, საიდანაც ხდება რუსული ავიაციის აფრენა უკრაინის დასაბომბად, ასევე შეუძლია დაბომბოს დონის როსტოვში ტაგანროგის სამხედრო აეროდრომი და დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხანა.
გარდა ამისა ბელგოროდის, კურსკის თუ ვორონეჟის ოლქებში ან კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეებში იერიში მიიტანოს რაკეტებით სამხედრო აეროდრომებზე და სამხედრო ბაზებზე.