სხვა კრიშტიანუ რონალდუს დედა მადრიდის აეროპორტში დააკავეს ფულით სავსე ჩემოდნით ხელში 2015, 9 ივნისი, 9:40 მადრიდის აეროპორტში ჩხრეკის დროს პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს დედას ჩემოდანში 55 000 ევრო აღმოაჩნდა.
ესპანური კანონების თანახმად კერძო პირს ქვეყნიდან მხოლოდ 10 000 ევროს გატანა შეუძლია. იმისთვის, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავის დედას ქვეყანა დაეტოვებინა, დათანხმა 45 000 ევროს კონფისკაციაზე. თუ სურს რომ რონალდუს დედამ, 61 წლის მარია დოლორეს ავეირუმ ეს თანხა დაიბრუნოს, მაშინ მას მოუწევს დოკუმენტალურად დაასაბუთოს საიდან არის ეს ფული და რა მიზნებისთვის იყო გათვალისწინებული. საერთოდ კრიშტიანუს დედა ხშირად ესწრება "სამეფო კლუბის" თამაშებს, ასევე ესწრება სხვადასხვა ღონისძიებებს, სადაც თავის შვილი მონაწილეობს. შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც ერთი კვირის წინ კრიშტიანუ რონალდუ საფრანგეთში დაააკავეს ქუჩაში მოშარდვის გამო.პორტუგალიელმა ვარსკვლავმა თავის ბუნებრივი მოთხოვნილება ქუჩაში მდგარ "მერსედესის" მარკის ავტომობილთან დაიკმაყოფილა. 838 6-ს მოსწონს 1-ს არა
|