x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136045
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510304
როგორ მოიპოვოთ ენერგია რომ განთავისუფლდეთ დილის რუტინისგან, 13 მარტივი ნაბიჯი
imageიცით რომ თქვენი დილის რუტინული რეალობა სინამდვილეში იწყება ღამით? მიჰყევით ამ მარტივ გეგმას რომ იგრძნოთ ენერგიის მოზღვავება ახალი დღის დასაწყისში.
1. აქციეთ წესად ადრე დაძინება. თუ დაწვებით 10ზე ან 11ის ნახევარზე შეძლებთ გამოძინებას და დილით ადვილად გაღვიძებას.


2. გაიღვიძეთ გამთენიისას. რათქმაუნდა იმ შემთხვევაში თუ არ ხართ ავად.გაღვიძებისას ნუ წამოდგებით ეგრევე. შეეცადეთ შეიგრძნოთ საკუთარი სხეულის შესაძლებლობები.მიიღეთ სიამოვნება იმ ფაქტით რომ ხართ ცოცხალი.ილოცეთ.


3. მიირთვით თბილ წყალში გახსნილი ლიმონის წვენი.ეს ხელს უწყობს თირკმელების და ნაწლავის გაწმენდას. თუ გაქვთ კუჭთან დაკავშირებული პრობლემები შეგიძლიათ დაუმატოთ ნახევარი ჩაის კოვზი კოჭა.


4. ბუნება მოგვიწოდებს რომ, მოვინახულოთ ტუალეთი რომ გაიღვიძებთ მალევე, ეს ხელს შეუწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.



5. ნაზად გაიხეხეთ ენა. თეთრი ენა მეტყველებს ტოქსინების არსებობაზე თქვენს ორგანიზმში. გაწმენდით აიცილებთ თავიდან პირის ღრუს დაავადებებს, გაიუმჯობესებთ გემოს აღქმას და სუნთქვას.


6. სახე დაიბანეთ ცივი წყლით. ღრძილები დაიმუშავეთ სეზამის ზეთით. ეს თავიდან აგაცილებთ სისხლდენას ღრძილებიდან და ძლიერი კბილების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.


7. მიიღეთ 1 ან 2 სუფრის კოვზი სეზამის ზეთი. ის დაგიცავთ ნაოჭებისგან.


8. 1 მეოთხედი ჩაის კოვზი მარილი გახსენით თბილ წყალში და გამოირეცხეთ ორივე ნესტო. შემდეგ ჩაიწვეთეთ 3-4 წვეთი სეზამის ზეთი, ეს გაგიუმჯობესებთ ხმას, და ტვინს დაეხმარება მუშაობაში. ჩვენი ცხვირი ხომ კარია ჩვენი ტვინისა.


9. გაუკეთეთ თქვენ თავს მასაჟი, ის კვებავს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას. იგი ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ზრდის სიცოცხლისუნარიანობა, კვებავს კანს და ეხმარება შექმნას ბალანსი გონებასა და სხეულს შორის.


10. ვარჯიში. ეს გეხმარებათ დეპრესიასთან ბრძოლაში, ხელს უწყობს ორგანოებს მუშაობაში და დაღლილობისგან გიხსნით.


11. იკვებეთ ჯანსაღი პროდუქტებით.


12. დაიწყეთ დღე მედიტაციით.


13. აუცილებლად ისაუზმეთ.მიირთვით ფაფა, კვერცხი ან ავოკადო საუზმეზე.

2
189
1-ს მოსწონს
ავტორი:ამირან ღავთაძე
ამირან ღავთაძე
189
  
2015, 8 ივნისი, 18:27
ხო, ვის როგორ. რჩევა მივიღეთ ვისაც შეუძლია გააკეთოებს ;)
2015, 8 ივნისი, 17:08
რჩევები კი მართლაც კარგია, მაგრამ სადაა ამის ნერვები და დრო:))
0 1 2